ვისცეროსომატური კონვერგენცია

       კახაბერ ჭელიძე


ზურგის ტვინის უკანა რქების ნეირონებში თავს იყრიან იმპულსები კანის ზედაპირიდან და ვისცერული ორგანოებიდან. თავის ტვინის უმაღლეს ცენტრებს არ ძალუძთ ტკივილის პირველადი წყაროს ზუსტი გარჩევა.


ვისცეროსომატური კონვერგენცია განიხილება გადაცემითი ტკივილის მიზეზად. ასეთი ტკივილი გადაეცემა სხეულის იმავე მხარეს, იმავე სპინალური სეგმენტის ან მიმდებარე სეგმენტის არეში.


სწორედ ვისცეროსომატური კონვერგენიციის გამო ვისცერული ორგანოს გაღიზიანება აღიქმება ”საზიანო” ტკივილად და აირეკლება კანის ან კუნთის განსაზღვრულ ჰედის ზონაში. [1]


ეს მექანიზმის მნიშვნელოვან გასაღებს წარმოადგენს დიაგნოზისთვის. მაგალითად, მიოკარდიუმის იშემიის დროს ტკივილი შეიძლება აღინიშნებოდეს მარცხენა მხრის შიგნითა ზედაპირზე.



სურათზე: ვისცეროსომატური კონვერგენცია

 

 

[1] ინგლისელმა ნევროლოგმა Sir Henry Head-მა (1861 - 1940) თანამემამულე William Halse Rivers Rivers-თან, (1864 – 1922) ერთად შექმნა ადამიანის სხეულის ზედაპირის ვისცეროსომატური წარმომადგენლობითი რუქა და გამოყო შესაბამისი მკვეთრად გამიჯნული ველები, რომელსაც მოგვიანებით ჰედის ზონები ეწოდა.

  Copyright 2012