|
დიაბეტური ნეიროპათია გიორგი გეგელაშვილი
ყოველი მესამე შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილი ადამიანი დაავადებულია [1] დიაბეტური დისტალური სენსორულ მოტორული სიმეტრიული ნეიროპათიით - დდსმსნ.
სქემა: დდსმსნ-ის, მტკივნეული ნეიროპათიის და არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის გავრცელება. [2]
A. გენერალიზებული სიმეტრიული პოლინეიროპათია ქრონიკული სენსო-მოტორული ნეიროპათია მცირე ბოჭკოვანი ნეიროპათია მსხვილ ბოჭკოვანი ნეიროპათია შერეული ნეიროპათია მწვავე სენსორული ნეიროპათია ჰიპერგლიკემიური ნეიროპათია "კახექსიური" ნეიროპათია "პერიფერიული" ავტონომიური ნეიროპათია სუდომოტორული ნეიროპათია "აუტოსიმათექტომია" B. ფოკალური ნეიროპათია კრანიული ნეიროპათია ფოკალური კიდურის ნეიროპათია C. მულტიფოკალური ნეიროპათია ფესვობრივ-წნულოვანი ნეიროპათია.
ნეიროპათიული ტკივილის მედიკამენტური მკურნალობის გზამკვლევი
ნეიროპათიული ტკივილებიდან ყველაზე მეტად მტკივნეული დიაბეტური ნეიროპათიის მკურნელობა არის შესწავლილი.
შენიშვნები: პრეპარატები დალაგებულია ლათინური ალფავიტის მიხედვით. არჩევა I(II) რიგის = EFNS-ის რეკომენდაციით I(II) რიგის არჩევის პრეპარატები. უფექტობა = ნაკლები ეფექტურობა ან კონფლიქტური, ურთიერთ გამომრიცხველი შედეგები - მტკიცების A/B დონე. *- ერთი ვარსკვლავით აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობა ნანახია მხოლოდ II- III კლასის ერთი კვლევით და ზოგადად არარეკომენდებულია. ** - ორი ვარსკვლავით აღნიშნული პრეპარატი ჯერ-ჯერობით კვლევის ეტაპზეა და პრაქტიკაში არ გამოიყენება. Duloxetine და სხვა დახრილი შრიფტით აღნიშნული პრეპარატები საქართველოში რეგისტრირებული არ არის. Tramadol - ქრონიკული ტკივილის დროს II რიგის არჩევის პრეპარატია. მხოლოდ ტკივილის გამწვავების დროს მიიჩნევა ტრამადოლი I რიგის არჩევის პრეპარატად (განსაკუთრებით პარაცეტამოლთან ერთად). ხანდაზმულებთან სიფრთხილეა საჭირო კონფუზიის განვითარების საშიშროების გამო. Acetaminophen - პარაცეტამოლის მეორე გენერიული (არა სავაჭრო) სახელწოდებაა. შემოკლებები: TCA = tricyclic antidepressants, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: Amitriptyline, Clomipramine, Nortriptyline, Desipramine, Imipramine; SSRI = Selective serotonin reuptake inhibitor, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი. კანაბინოიდები = კანაბისის სინთეზური ანალოგები, ორომუკოზური მიღების გზა. NK1 = ნეიროკინინ-1-ის ანტაგონისტი; გააჩნია ა/დეპრესიული, ანქსიოლიზური და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება; ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია - Aprepitant; ნეიროკინინ-1-ის სხვა ანტაგონისტებია: Casopitant, Ezlopitant, Fosaprepitant, Maropitant, Vestipitant. Nitrate = გლიცერილ ტრინიტრატის სპრეი ადგილობრივად. ER = extended release, დაყოვნებული გამოთავისუფლების, ”რეტარდი”.
[1]
Kempler P: Diabetic neuropathy: Clinical problems and potential therapeutic approaches. In: Thornalley PJ, Kempler P (Eds.): Complications of Diabetes mellitus: Pathophysiology and pathogenetically-based treatment options. Thieme, Stuttgart, 2009; 36-44.
|
|
|