ოპიოდების მიღების გზა

კახაბერ ჭელიძე

არსებობს ოპიოიდების დანიშვნის სხვადასხვა გზა. მათი მოქმედების დასწყისი, გაუტკივარების ეფექტის მაქსიმუმი და მოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და როგორი ფორმით მიიღება პრეპარატი. ოპიოიდების მიღების გზებია:


სისტემური

შიგნით მიღება

პერორალური

კანის სალბუნი

კანგავლითი აპლიკაცია

რეზერვუარული სისტემები

მატრიქსული სისტემები

უკანა ტანი

რექტული

კუჭ-ნაწლავის გვერდის გავლით

პარენტერული

ლორწოვანიდან შეყვანა

ტრანსმუკოზური


სპინური

ეპიდურული

ინტრათეკური


პერიფერიული

ადგილობრივი

ლოკალური, ტოპიკური


შიგნით მიღება  

ტკივილგამაყუჩებლების შიგნით (პერორალური) მიღების უპირატესობებია:

სიმარტივე

არაინვაზიურობა

ეფექტურობა

პაციენტის კარგი მიმდევრობა


შენიშვნა: ადრეულ ლიტერატურაში „მიმდევრობა“ იწოდებოდა, როგორც „დამყოლობა“ დღეისათვის „დამყოლობა“ გაკრიტიკებულია ჯანმო-ს მიერ.

იხილეთ: http://www.pain.org.ge/definitions/d.php?login=yes&clear_cache=Y)


შიგნით მიღების უკუჩვენებებია:

ღებინება

პერისტალტიკის დარღვევით მიმდინარე პათოლოგიები

გაუვალობა


პერორალური ოპიოიდები, ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის გამო, უფრო მაღალი დოზით ინიშნება, ვიდრე პარენტერალური ფორმები.


დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ოპიოიდები ინიშნება მწვავე ტკივილის, ხოლო ნელი გამოთავისუფლების კი – ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ.


კანის სალბუნი  

დღესდღეობით ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ ტრანსდერმული აპლიკაციების სახით გამოიყენება ოპიოიდების ორი სუბსტანცია: ბუპრენორფინი და ფენტანილი. კანის სალბუნებიდან ოპიოიდები კანში აკუმულირდებიან, იქედან კი სისხლში გადადიან.


დანიშვნის ეს ფორმა ხასიათდება პლაზმური კონცენტრაციის მინიმალური ფლუქტუაციით, გახანგრძლივებული გაუტკივარებით და გამოყენების სიმარტივით.


სხეულის და გარემოს ტემპერატურის მატება ზრდის კანის შეღწევადობას და შესაბამისად, კანის სალბუნიდან სისხლში ოპიოიდების კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს.


კანგავლითი თერაპიული სისტემები (TTS)  

კანგავლითი (ტრანსდერმული) თერაპიული სისტემების გამოყენებისას მხედველობაშია მისაღები ოპიოიდების სპეციალური ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები. აქტიური სუბსტანციის პლასტირების გამოყენებისას ნივთიერების დაგროვება თვდაპირველად პლასტირის განთავსების ადგილის ქვეშ, კანში ხდება, საიდანაც იწყება აქტიური ნივთიერების გამოთავისუფლება სისხლში. ამიტომ, ანალგეზიური მოქმედების დასაწყისი 10-12 საათით ყოვნდება. პლასტირის მოცილებიდან გარკვეულ პერიოდში ისევ იწყება დეპოდან სისხლში აქტიური სუბსტანციის გამოთავისუფლება.


TTS - ის დადებითი და უარყოფითი მხარეები  

კანგავლითი (ტრანსდერმული) თერაპიული სისტემების გამოყენებისას მხედველობაშია მისაღები ოპიოიდების სპეციალური ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები. აქტიური სუბსტანციის პლასტირების გამოყენებისას ნივთიერების დაგროვება თვდაპირველად პლასტირის განთავსების ადგილის ქვეშ, კანში ხდება, საიდანაც იწყება აქტიური ნივთიერების გამოთავისუფლება სისხლში. ამიტომ, ანალგეზიური მოქმედების დასაწყისი 10-12 საათით ყოვნდება. პლასტირის მოცილებიდან გარკვეულ პერიოდში ისევ იწყება დეპოდან სისხლში აქტიური სუბსტანციის გამოთავისუფლება.


დადებითი მხარეები:

მუდმივი კონცენტრაცია სისხლში

ეფექტის ხანგრძლივობა

საჭმლის მომნელებელი სისტემის გვერდის ავლა

„თამაშგარე მდგომარეობაში“ დატოვება

პაციენტის კარგი მიმდევრობა


უარყოფითი მხარეები:

მოქმედების ნელი დასაწყისი

კანის გაღიზიანების შესაძლებლობა

იშვიათად აღინიშნება ალერგიული რეაქციები


რეზერვუარული სისტემები  

რეზერვუარულ სისტემებში აქტიური სუბსტანცია ჩართულია სპეციალურ კამერაში და დიფუნდირებს გამტარი მემბრანის გავლით. კამერის დაზიანების შემთხვევაში იქმნება აქტიური ნივთიერების ჭარბი და უეცარი გამოთავისუფლების და აქედან გამომდინარე, დოზის გადაჭარბების საშიშროება. კამერის დაზიანების შედეგად, ასევე არსებობს მოქმედი ნივთიერების დანაკარგის რისკიც.


მატრიქსული სისტემები  

მატრიქსულ სისტემებში აქტიური სუბსტანცია ჰომოგენურადაა დისპერსირებული მატრიქსზე. სისტემის დაზიანების შემთხვევაშიც კი არ არსებობს მოქმედი ნივთირების ჭარბი, უეცარი გამოთავისუფლების საშიშროება და ამდენად, დოზის გადაჭარბების რისკიც მინიმალურია.


კლინიკურ პრაქტიკაში გამოსაყენებელი ოპიოიდური პლასტირების აბსოლუტური უმრავლესობა მატრიქსული სისტემების ტექნოლოგიითაა დამზადებული.


უკანა ტანიდან შეყვანა  

ოპიოიდების დანიშვნის ამ გზას მაშინ იყენებენ, როდესაც სხვა მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს. პრობლემები შეიძლება წარმოქმნას აბსორბციის ვარიაბელობამ, სწორი ნაწლავის გაღიზიანებამ და კულტურულმა ფაქტორებმა.


უფრო ხშირ შემთხვევაში რექტული და ორალური ოპიოიდების დოზა იდენტურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიოშეღწევადობის ხარისხი და პიკური ეფექტის ხანგრძლივობა შეიძლება სხვადასხვა იყოს.


პარენტერალური დანიშვნის გზა  

დანიშვნის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, ინტრავენური შეყვანისას აღინიშნება პრეპარატის მოქმედების სწრაფი დასაწყისი. ამიტომ ის ნაჩვენებია მწვავე ან პოსტოპერაციული ტკივილის დროს, ან იმ შემთხვევებში, როდესაც დაღვეულია ნაწლავური აბსორბციის პროცესი, პაციენტს არ შეუძლია ყლაპვა ან საჭიროა სწრაფი ანალგეზიური ეფექტი.


ოპიოიდების ინტრავენური შეყვანის სამი გზა არსებობს:

ბოლუს-ინექცია

ხანგრძლივი ინფუზია და

პაციენტის მიერ კონტროლირებადი ანალგეზია


კუნთშიდა ინექცია სასურველი არ არის რადგან ეს მანიპულაცია მტკივნეულია, არაპროგნოზირებადი აბსორბციისა და კანის ფიბროზისა და აბსცესის ჩამოყალიბების რისკის შემცველია.


კანქვეშა ინექცია ოპიოიდების პარენტერალური დანიშვნის ერთ-ერთი ალტერნატივაა. შეყვანის ეს გზა ხშირად გამოიყენება ონკოლოგიურ პაციენტებში.


ლორწოვანიდან შეყვანა  

ოპიოიდების ლორწოვანის გავლით (ტრანსმუკოზურად) შეყვანის გზებია:

თხევადი ფორმის ცხვირში ჩაწვეთება

ინტრანაზური გზა

სადნობი ტაბლეტის ენის ქვეშ მოთავსება

სუბლინგვური გზა

სადნობი ტაბლეტის ლოყის შიგნითა ზედაპირზე მოთავსება

ბუკალური გზა


ლორწოვანის გავლით შეყვანილი ოპიოიდები სწრაფად აბსორბირდება და პირდაპირ ცირკულაციაში ხვდება. ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი მონაცემები ქრონიკული ტკივილის მართვაში ცხვირშიდა (ინტრანაზური) და შესასუნთქი (საინჰალაციო) ოპიოიდების რუტინული გამოყენების თაობაზე.


სპინური (ეპიდურული, ინტრათეკალური) დანიშვნის გზა  

ზურგის ტვინის დორზალურ რქაში ოპიოიდური რეცეპტორების სიჭარბე ლოგიკურად ოპიოიდების ეპიდურულ და სპინურ შეყვანას მოითხოვს, მაგრამ სხვა მეთოდებთან შედარებით ამ შემთხვევაში მაღალია გართულებების რისკი. ამიტომ ანალგეზიისთვის, დიდი ქირურგიული ჩარევების შემდეგ, როგორც წესი, ოპიოიდების ეპიდურული და ინტრათეკური კათეტერით შეყვანისთვის ელექტრონული ტუმბოები გამოიყენება.


ონკოლოგიურ პაციენტებში ოპიოიდები იმ შემთხვევაში ინიშნება სპინური გზით, როდესაც შიგნით მისაღები, კანგავლითი, კანქვეშა და ინტრავენური ოპიოიდებით შეუძლებელია სათანადო გაუტკივარების მიღწევა.


ადგილობრივი გამოყენება  

პერიფერიულ ოპიოიდურ რეცეპტორებზე ზემოქმედება შესაძლებელია მორფინის ლოკალური/ტოპიკური აპლიკაციის (მაგ., მორფინის გელი ან სახსარშიდა საინექციო ფორმა) გამოყენების გზითაც.


  Copyright 2012