სამედიცინო შეცდომის მართვასთან დაკავშირებული ტერმინების განსაზღვრება

      გიორგი გეგელაშვილი

შეცდომა  

ზოგადი ტერმინი, რომელიც აერთიანებს ყველა იმ ხდომილებას, როდესაც გონებრივი ან ფიზიკური მოქმედებების დაგეგმილი თანამიმდევრობით ვერ მიიღწევა სავარაუდო გამოსავალი და როდესაც ამ წარუმატებლობის დაკავშირება შეუძლებელია ცვლილების გამომწვევ რაიმე ფაქტორთან, რომელიც მოიცავს პრაქტიკის, პროდუქტის, პროცედურების ან სისტემების პრობლემებს.


ზიანი  

ფიზიკური, ემოციური ან ფსიქოლოგიური ფუნქციის, ან სხეულის სტრუქტურის დროებითი ან მუდმივი გაუარესება, ან/და ამით გამოწვეული ტკივილი.


იატროგენია, იატროგენული  

პაციენტის ნებისმიერი არასასურველი მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს ექიმის (ან ჯანდაცვის სხვა მუშაკის) მიერ ჩატარებული მკურნალობის შედეგს და არა თავად ავადმყოფობის (ავადმყოფური მდგომარეობის) გამოსავალს; სამედიცინო პროცედურის, მკურნალობის, მოვლის ან სხვა სამკურნალო ღონისძიებების შედეგად ჩამოყალიბებული დაავადება ან დაზიანება


ბეწვზე გადარჩენა  

თავიდან აცილებული სამედიცინო შეცდომა; სიტუაცია, რომელიც გადაიზრდებოდა არასასურველ მოვლენაში, რომ არა შემთხვევითობა ან დროული ჩარევა; ქმედების ან უმოქმედობის შეცდომა, რომელიც მიაყენებდა პაციენტს ზიანს, მაგრამ იგი არ განვითარდა შემთხვევითობის, თავიდან აცილების ან შემარბილებელი ქმედებების გამო.


პაციენტთა უსაფრთხოება  

[ჯანმრთელობის მართვის უსაფრთხოება] ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული

რისკების გამოვლენა,

შეცდომების გამოვლენა

ანალიზი და

მართვა,


პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის ღონისძიებების ხარისხის გაზრდის, ზიანის შემცირების და უსაფრთხოების მიზნით.


უსაფრთხოების კულტურა  

ინდივიდუალური და ორგანიზაციული ქცევის ინტეგრირებული მოდელი, დამყარებული საერთო შეხედულებებსა და ღირებულებებზე, რომელიც მუდმივად ცდილობს, შეამციროს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების პროცესით გამოწვეული ზიანის რისკი.


პაციენტთა უსაფრთხოების სამუშაო პროდუქტი  

პაციენტთა უსაფრთხოების შემთხვევის ამსახველი ნებისმიერი

მონაცემი,

შეტყობინება,

ჩანაწერი,

მოხსენებითი ბარათი,

ანალიზი (მათ შორის ძირეული მიზეზის ანალიზი) ან წერილობითი განცხადება

ზეპირი განაცხადი.


პაციენტის უსაფრთხოების შემთხვევა  

ნებისმიერი უნებლიე, არაგამიზნული ან მოულოდნელი ხდომილება, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ან გამოიწვია ერთი ან მეტი პაციენტის დაზიანება. აღნიშნული ხდომილება შეიძლება გამოწვეული იყოს სამედიცინო (ფარმაცევტული) სერვისის მიმწოდებლის, ასევე სერვისის მომხმარებლის (პაციენტის) ქმედებით ან უმოქმედობით.


პაციენტთა უსაფრთხოების შეფასების სისტემა  

იმ ინფორმაციის შეგროვება, მართვა ან ანალიზი, რომელიც მიეწოდება პაციენტთა უსაფრთხოების ორგანიზაციებს ან ამ უკანასკნელიდან აღნიშნულ სისტემაში მონაწილე ორგანიზაციებს.


პრივილეგია  

პირის განთავისუფლება ინფორმაციის გამჟღავნების კანონით გათვალისწინებიული ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან.


საიდუმლო ინფორმაცია  

საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მომსახურების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ, პირად ან პროფესიულ საიდუმლოებას.


პროფესიული საიდუმლოება  

[აღსარების საიდუმლეობა] პარლამენტის წევრის, ექიმის, პაციენტთა უსაფრთხოების ორგანიზაციის პერსონალის, ჟურნალისტის, უფლებადამცველის, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის განდობილი ინფორმაცია, აგრეთვე პროფესიული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა კონფიდენციალობის დაცვის პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პროფესიულ რეპუტაციას. ინფორმაცია, რომელიც არ არის სახელმწიფო საიდუმლოება ან სხვა პირის პირადი ან კომერციული საიდუმლოება, აგრეთვე როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს პროფესიულ საიდუმლოებას.

  Copyright 2012