ცენტრალური სენსიტიზაცია ცენტრალური ნერვული სისტემის ნოციცეპტორული ნეირონების არაადეკვატურად მომატებული პასუხი ნორმალურ სტიმულზე, რომელიც გამღიზიანებელზე ზღურბლის დაქვეითებითაა განპირობებული.
ცენტრალური ტკივილი ცნს-ში წამოწყებული ან ცნს-ის პირველადი დაზიანებით ან დისფუნქციით განპირობებული ტკივილი.
ცენტრალური სენსიტიურობის სინდრომები ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ფიბრომიალგია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, მეჯის ქრონიკული ტკივილი ან პირველადი დისმენორეა, ქვედა ყბა-საფეთქლის სახსრის (ტემპორომანდიბულური) ტკივილი, დაძაბული ტიპის თავის ტკივილი, ტრავმის შემდგომი სტრესული ავადმყოფობა, მომატებული მგრძნობელობა მრავალი ქიმიური ნივთიერების მიმართ, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ინტერსტიციული ცისტიტი.
ცირკადული რითმი [ლათ., Circa – წრე, ირგვლივ; Diem – დღე-ღამე]ბიოლოგიური პროცესების და მოვლენების ინტენსივობისა და ხასიათის განმეორებადი ცვლილებები, რომლის პერიოდიც შეადგენს 24 საათს.
ცოგ-2 ინჰიბიტორი ენზიმ ციკლოოქსიგენაზა-2-ის უპირატესი დათრგუნვის უნარის მქონე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (არაკლასიკური, არატრადიციული, ”სელექტიური” არასტეროიდი).
შენიშვნები:  
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
  Copyright 2012