|
რ |
|
რეის სინდრომი |
[Reye's, Reye-Johnson syndrome] ფატალური პათოლოგიაა, ძირითადად ზიანდება თავის ტვინი
და ღვიძლი. უკავშირებენ ვირუსული ინფექციის ფონზე ასპირინის გამოყენებას ბავშვთა ასაკში,
თუმცა მის გარეშეც გვხვდება. სხვადასხვა ქვეყნებში აკრძალულია ასპირინის გამოყენება
16-19 წლის ასაკამდე /R. Douglas Reye 1963; George Johnson 1964/. |
რისკის მართვა |
კლინიკური და ადმინისტრაციული ღონისძიებები, მიმართული იმისაკენ, რომ გამოვლინდეს,
შეფასდეს და შემცირდეს პაციენტთა, პერსონალის და მნახველების დაზიანების, ასევე - თავად
ორგანიზაციის ზარალის რისკი /JCAHO, 2002/; რისკთან დაკავშირებული საკითხების გამოვლენა,
შეფასება, ანალიზი, გააზრება და მოქმედება რისკის, სარგებლობის და ხარჯის ოპტიმალური
თანაფარდობის მისაღწევად /NPSA, 2004/. |
რეფრაქტორული ტკივილი |
ტკივილის ”გაჯიუტება” ჩვეულებრივი მკურნალობის საპასუხოდ. იგივეა, რაც ”პრობლემური”
ტკივილი, რომელიც ტკივილის ცენტრში მკურნალობას ექვემდებარება. |
რექსედის ზონები |
ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების უჯრედული სტრუქტურის მიხედვით დაყოფილი
ფენები (I-X ზონები). აღწერა შვედელმა ნეირომეცნიერმა Bror Rexed-მა (1914 - 2002).
უკანა რქაში განთავსებულია რექსედის I-VI ზონები. |
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
|