უკუქცევითი თავის ტკივილი თავის ტკივილი, რომელიც ტკივილგამაყუჩებლის მოქმედების გავლის შედეგად კვლავ აღმოცენდება.
უსაფრთხოების კულტურა ინდივიდუალური და ორგანიზებული ქცევის ინტეგრირებული მოდელი, დამყარებული საერთო რწმენებსა და ღირებულებებზე, რომელიც მუდმივად ცდილობს, შეამციროს სამედიცინო დახმარების პროცესით გამოწვეული პაციენტისთვის ზიანის მიყენების რისკი /Aspden, 2004/.
უჩვეულო თავის ტკივილი უნიკალური ანუ ცხოვრებაში პირველად განვითარებული ასეთი ხასიათის (სიძლიერე, ხანგრძლივობა, ტკივილთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები) თავის ტკივილი.
შენიშვნები:  
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
  Copyright 2012