|
ალკოჰოლით გამოწვეული თავის ტკივილი - 8.1.4 Alcohol-induced headache გიორგი გეგელაშვილი სურათზე: ლოტრეკის (Henri de Toulouse-Lautrec) მიერ შესრულებული მხატვარი ქალის
სუზან ვალადონი გახლდათ ცნობილი ფრანგი მხატვრის მორის უტრილოს (Maurice Utrillo) დედა.
ძველი სინონიმი: კოქტეილის თავის ტკივილი – Cocktail headache
შენიშვნა:სასმელის რაოდენობა ინდივიდუალურია და კრიტერიუმებით განსაზღვრული არ არის.
კომენტარი: ალკოჰოლით გამოწვეული დაუყოვნებელი თავის ტკივილი უფრო იშვიათია დაყოვნებულთან (გადავადებულთან) შედარებით.
ძველი სინონიმი: თავის ტკივილი ნაბახუსევზე – Hangover headache
შენიშვნა: სასმელის რაოდენობა ინდივიდუალურია და კრიტერიუმებით განსაზღვრული არ არის. კომენტარები: ალკოჰოლით გამოწვეული დაყოვნებული თავის ტკივილი ბევრად უფრო ხშირია დაუყოვნებელთან შედარებით. ალკოჰოლით გამოწვეული დაყოვნებული თავის ტკივილი ერთერთი ყველაზე გავრცელებული თავის ტკივილია. ალკოჰოლური სასმელების სხვა კომპონენტების როლი თავის ტკივილის განვითარების მექანიზმებში ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. რა საერთო აქვთ ტოქსიკურ ზემოქმედებაზე დაყოვნებული პასუხის და ნატრიუმის ოქსიდით გამოწვეული დაყოვნებული თავის ტკივილის (delayed NO donor-induced headache) მექანიზმებს ერთმანეთთან – დაუდგენელია. როგორი მიდრეკილება აქვთ თავის ტკივილისადმი ანამნეზში დადასტურებული და დაუდასტურებელი თავის ტკივილის მქონე ადამიანებს – დაუდგენელია. შაკიკით დაავადებულ ადამიანებში შაკიკის შეტევა შეიძლება განვითარდეს ალკოჰოლური სასმელის ზომიერი რაოდენობით მიღების შემდეგ, მაშინ, როდესაც შაკიკით არადაავადებულ ადამიანებში თავის ტკივილის ვითარდება ალკოჰოლური სასმელის ინტოქსიკაციური რაოდენობით მიღების შემდეგ. |
|
|