http://www.pain.org.ge/aboutus/news.jpg

ძილის დარღვევის გამომწვევი პროფესიები

"ისინი ფხიზლობენ ჩვენზე ზრუნვისთვის"

 

... სრულად ნახვა

                     ელექტროსტიმულაცია

                             შაკიკის მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი

http://www.pain.org.ge/aboutus/stimulator.png
ელექტროსტიმულაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს შაკიკის პრევენციაში და მიჩნეულია მედიკამენტური მკურნალობის ერთ-ერთ ალტერნატივად.

ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტომ (FDA) რეგისტრაციაში გაატარა კანგავლითი ელექტრო ნეიროსტიმულაციის აპარატი, რომელიც შაკიკის პრევენციის ეფექტური მეთოდია.

აპარატი თავსდება შუბლზე, მის ცენტრში მოთავსებული ელექტროდიდან წამოსული იმპულსები ასტიმულირებს სამწვერა ნერვს. ამ დროს ადამიანს ეწყება მცირე დაბუჟება ან ჭიანჭველების ცოცვის მსგავსი შეგრძნება.

FDA-ის წარმომადგენლები გვაფრთხილებენ, რომ აპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ 18 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში, დღეში ერთხელ არაუმეტეს 20 წუთისა.

ბელგიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა 67 მოხალისეზე, რომელთაც თვეში ჰქონდათ შაკიკის ორზე მეტი შეტევა და 3 თვის მანძილზე არ იღებდნენ მედიკამენტებს შაკიკის პრევენციისთვის. ყოველდღიური ელექტროსტიმულაციის შედეგად კვლევაში მონაწილე პირებში შემცირდა შაკიკის შეტევების რაოდენობა და ტკივილიგამაყუჩებლების მოხმარება.

FDA-ს ინფორმაციით მნიშვნელოვან გვერდით მოვლენას ადგილი არ ჰქონია და კმაყოფილი პაციენტების რაოდენობა 53%-ზე მეტია.

ელექტრონეიროსტიმულაციის აპარატი უკვე ხელმისაწვდომია და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ევროპაში, ასევე სამხრეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

  Copyright 2012