|
გვჭირდება თუ არა სიახლე? გიორგი გეგელაშვილი
ნეიროპათიული ტკივილის ეფექტური მართვა უკიდურესად აუცილებელია, რადგან გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა იშვიათად მიიღწევა, ხოლო სისტემური ტკივილდამაყუჩებლების შესაძლებლობა მეტად შეზღუდულია (“ვიწრო თერაპიული ფანჯარა”). ნეიროპათიული ტკივილის სამკურნალოდ გამოყენებული სისტემური მკურნალობის საშუალებები, მაგ., ამიტრიპტილინი, დულოქსეტინი და გაბაპენტინი თავდაპირველად სხვა ჩვენებებისთვის, დეპრესიის და ეპილეფსიისთვის იყო შემუშავებული. ამას გარდა, ტრადიციული ანალგეზიური მედიკამენტების გამოყენება აივ-ნეიროპათიის დროს ნაკლებად არის შესწავლილი. ამჟამად მიღებული სამკურნალო მეთოდების ფონზე მხოლოდ მტკივნეული ნეიროპათიით შეპყრობილი ადამიანების 50%-ზე ნაკლები თუ ადასტურებს ტკივილის გამოხატული დაამების ფაქტს [O'Connor AB, 2009][ Woolf CJ, 1999][Taylor JC, 1981]. გამონაკლისს შეადგენს კარბამაზეპინი სამწვერა ნევრალგიის დროს; ერთმა კვლევამ თვალნათლივ დაადასტურა მისი ეფექტურობა შემთხვევათა 69%-ში. მთავარი პრობლემა, რომელიც ტკივილის სამკურნალო მედიკამენტების სისტემური გამოყენებისას გვხვდება, დაკავშირებულია არასასურველ გვერდით მოვლენებთან, წამლების ურთიერთქმედებასთან და კომპლექსური მკურნალობის აუცილებლობასთან, რაც ამცირებს მათ ეფექტურობას. ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გაბრუება და თავბრუდახვევა დამატებით მძიმე ტვირთად აწვება ნეიროპათიულ ტკივილს, აღრმავებს პაციენტების ისედაც შელახულ ფუნქციურ აქტივობას. ასეთი ცვლილებები უარყოფითად განაწყობენ ავადმყოფებს მკურნალობისადმი, მცირდება სამედიცინო რეკომენდაციათა შესრულების ხარისხი (დამყოლობა).
ამჟამად მიღებული სისტემური და ადგილობრივი მკურნალობის მეთოდები, ერთი მხრივ, ტკივილის გაყუჩების, ხოლო, მეორე მხრივ, მკურნალობის თანმდევი გვერდითი ეფექტების და მძიმე სამკურნალო დღიურ რეჟიმს შორის კომპრომისულ არჩევანს წარმოადგენს.
1. Kieburtz K, et al. A randomized trial of amitriptyline and mexiletine for painful neuropathy in HIV infection. AIDS Clinical Trial Group 242 Protocol Team. Neurology 1998;51(6):1682–1688. 2. Saarto T, Wiffen PJ. Antidepressants for neuropathic pain. Cochrane Database Syst Rev 2007;4(4):CD005454. 3. Shlay JC, et al. Acupuncture and amitriptyline for pain due to HIV- related peripheral neuropathy: A randomized controlled trial. Terry Beirn Community Programs for Clinical Research on AIDS. JAMA 1998;280(18):1590–1595. 4. Jensen TS, et al. Pharmacology and treatment of neuropathic pains. Curr Opin Neurol 2009;22(5):467–474. 5. Rosemont Pharmaceuticals Limited. Summary of product characteristics: Amitriptyline oral solution 50 mg/5 ml. 2008. European Medicines Agency, London, UK. www.emc.medicines.org.uk 6. O'Connor AB, Dworkin RH. Treatment of neuropathic pain: An overview of recent guidelines. Am J Med 2009;122(10 Suppl.): S22–S32. 7. Goldstein DJ, et al. Duloxetine vs. placebo in patients with painful diabetic neuropathy. Pain 2005;116(1-2):109–118. 8. Simpson DM, et al. Pregabalin in HIV-associated painful peripheral neuropathy: A randomized, double-blind, placebo-controlled study (Study A0081066). 2008. International AIDS Conference, Mexico City, Mexico, 3–8 August. 9. Woolf CJ, Mannion RJ. Neuropathic pain: Aetiology, symptoms, mechanisms, and management. Lancet 1999;353(9168):1959–1964. 10. Rains C, Bryson HM. Topical capsaicin. A review of its pharmacological properties and therapeutic potential in post-herpetic neuralgia, diabetic neuropathy and osteoarthritis. Drugs Aging 1995;7(4):317–328. 11. Paice JA, et al. Topical capsaicin in the management of HIV-associated peripheral neuropathy. J Pain Symptom Manage 2000;19(1):45–52. 12. Noto C, et al. NGX-4010, a high-concentration capsaicin dermal patch for lasting relief of peripheral neuropathic pain. Curr Opin Investig Drugs 2009;10(7):702–710.
|
|
|