მიოფასციური ტკივილის სინდრომი

      ქეთევან კობახიძე

რა არის მიოფასციური ტკივილის სინდრომი?  

მიოფასციური ტკივილის სინდრომი – Myofascial pain syndrome (MPS) სხეულის რბილი ქსოვილების გარკვეული მიდამოს, მეტადრე კუნთების, მტკივნეული მდგომარეობაა, რომელიც თანხლებულია ტრიგერული წერტილების არსებობით.


მიოფასციური ტკივილის სინდრომისთვის დამახასიათებელია  

ადგილობრივი ტკივილი

კუნთების დაჭიმულობა

მოძრაობის სიფართის შემცირება

ტკივილის გადაცემა სხეულის სხვა მიდამოებში


მიოფასციური ტკივილის სინდრომის დროს ხშირია  

ხასიათის ცვლილებები

შფოთვა

დეპრესია

ძილის პრობლემები


მიოფასციური ტკივილის სინდრომის დროს შესაძლებელია  

ოფლიანობა

კანის ტემპერატურის შეცვლა

ცრემლდენა

ნერწყვდენა

„ბატის კანი“

წონასწორობის დარღვევა

თავბრუხვევა

ყურებში ხმაური

მხედველობის დაბინდვა

ხელების ან ფეხების კანკალი მოძრაობისას


მიოფასციური ტკივილის ეტიმოლოგია  

მიო = კუნთი

ფასცია = კუნთის მფარავი თხელი ქსოვილი

მიოფასციური = კუნთიდან და ირგვლივმდებარე ქსოვილიდან წარმომავალი


მიოფასციური ტკივილის მდებარეობა  

თავი

კისერი

მხრები

ხელები

ფეხები

ზურგის ქვედა მიდამო


რა არის ტრიგერული წერტილი?  

ტრიგერული წერტილი დაზიანებულ კუნთში არსებული განსაკუთრებულად მგრძნობიარე მცირე უბანია. ტკივილში, როგორც წესი, კუნთების ფასციებიც არის ჩართული. ფასცია არის გარსი რომელიც აკრავს კუნთოვან ბოჭკოებს, აძლევს ფორმას და იცავს მათ. 


ტრიგერული წერტილები შეიძლება სხეულის სხვადასხვა მიდამოში შეგვხვდეს. მათზე ზეწოლა იწვევს ადგილობრივ და გადაცემით ტკივილს.


ტრიგერული წერტილის დახასიათება  

ტრიგერული წერტილი ძლიერ დაჭიმული, მგრძნობიარე უბანია კუნთში

ტრიგერულ წერტილზე ზეწოლა იწვევს ან აუარესებს არსებულ ტკივილს

ზოგჯერ ტრიგერულ წერტილზე ზეწოლა არ იწვევს ტკივილს, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს კუნთის დამოკლება ან სისუსტე

ტრიგერულ წერტილზე ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს გადაცემითი ტკივილი სხეულის სხვა მიდამოში

ჯანმრთელ კუნთში ტრიგერული წერტილები არ ვითარდება


ტკივილის გადაცემა  

გადაცემითი ტკივილი შეიძლება იყოს ყრუ ან მწვავე

სიძლიერის მიხედვით გადაცემითი ტკივილი მერყეობს მსუბუქი დისკომფორტიდან მძიმე შეგრძნებამდე

გადაცემითი ტკივილი გამოვლინდება როგორც დასვენების, ასევე მოძრაობის დროს

პაციენტი ზუსტად აღნიშნავს ტკივილის მდებარეობას, მაგრამ ყოველთვის არ შეუძლია აღმოაჩინოს ნამდვილი ტრიგერული წერტილი

წელის კუნთის ტრიგერული წერტილიდან ტკივილი შეიძლება გადაეცეს ქვემოთ, დუნდულოს ან ფეხის მიდამოში

კისრის კუნთის ტრიგერული წერტილიდან ტკივილი შეიძლება გადაეცეს მკერდის, წელის, ხელის ან სახის მიდამოში


რა არის მიოფასციური ტკივილის გამომწვევი მიზეზები?  

მიოფასციური ტკივილის სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ცნობილია სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მიოფასციური სინდრომის განვითარებას:

უმოძრაობა

არააქტიური ცხოვრების წესი

სხეულის სხვადასხვა ნაწილის ხანგრძლივი იმობილიზაცია

კუნთების გადაძაბვა

მძიმე საგნის აწევა

ტრავმა

დაცემა, ავარია

განმეორებითი მოძრაობები (მონოტონური საქმე)

საყოფაცხოვრებო საქმიანობა

პროფესიული სამუშაოს შესრულება (ბეჭდვა, ტვირთის ტარება)

ფსიქოლოგიური ფაქტორები

ემოციური ლაბილობა

ქრონიკული დაძაბულობა

სტრესი

გადაცივება

მუდმივი ზეწოლა კუნთებზე

ქირურგიული ჩარევა

სახსრების პრობლემები, ართრიტი

სხვადასხვა ავადმყოფობა


ვის „ემუქრება“ მიოფასციური ტკივილი?  

მიოფასციური ტკივილის სინდრომით უმეტესად ავადდებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ მჯდომარე სამუშაო და უმოძრაო ცხოვრების წესი, უფრო იშვიათად კი ისინი, ვინც რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას ეწევიან.


გენდერი  

მამაკაცები და ქალები დაახლოებით თანაბრად ავადდებიან (♀≈ ♂)


ასაკი  

ავადმყოფობა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში

უფრო ხშირად შუახნის ასაკში გვხვდება


მიოფასციური ტკივილის სინდრომის მიმდინარეობა  

კუნთის შეუფერებელ დაჭიმვას ან დაზიანებას მისი ავტომატური შეკუმშვა მოჰყვება. გარკვეულწილად იგი დაზიანებული უბნის დაცვას ემსახურება. „საფრთხის“ გავლის შემდეგ კუნთი დუნდება, მაგრამ ყოველთვის ეს ასე არ ხდება


სხვათა და სხვათა მიზეზთა გამო ზოგჯერ ან ზოგიერთ კუნთს „ერთმევა“ მოდუნების უნარი. სწორედ ასეთ კუნთებში ვითარდება ტრიგერული წერტილები. თავდაპირველად ტკივილი იწყება ერთი კუნთიდან, დროთა განმავლობაში კი ვრცელდება რამოდენიმე კუნთში. ტრიგერული წერტილებიც უმეტესად მდებარეობს სხვადასხვა კუნთთა ჯგუფებში, იშვიათად ვითარდება მხოლოდ ერთ კუნთში.


კუნთის უეცარი დაჭიმვა იწვევს და აძლიერებს ტკივილს. ადამიანი თავს არიდებს ისეთ მოძრაობებს, რომლის დროსაც ხდება კუნთის დამოკლება. მაგრამ, მხოლოდ კუნთის დაზიანება არ არის ტრიგერული წერტილების განვითარების მიზეზი. ხანგრძლივი უმოძრაო ცხოვრების წესი იწვევს კუნთების ქრონიკულ გადაძაბვას და საბოლოოდ ტრიგერული წერტილის ჩამოყალიბებას.


ქრონიკული ტკივილი იწვევს აქტივობის დონის შემცირებას, ძილის გაძნელებას და დეპრესიის განვითარებას. ეს პრობლემები კიდევ უფრო მეტად ააქტივებენ ტრიგერულ წერტილებს, რაც თავისთავად იწვევს უმოქმედობას, უუნარობას და კიდევ უფრო ამწვავებს დეპრესიას. ამგვარად ყალიბდება მანკიერი წრე.


მიუხედავად მიოფასციური ტკივილის მაღალი გავრცელებისა, დიაგნოზის დასმა ჩვენთან მეტად „გართულებულია“. ამას ხელს უწყობს ინსტრუმენტული გამოკვლევებით გარკვეული გატაცება ჩვენს ქვეყანაში. ასევე, გადაჭარბებულია რენტგენოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვის დროს აღმოჩენილი „ცვლილებების“ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტკივილთან.


ლაბორატორიული კვლევითაც შეუძლებელია მიოფასციური ტკივილის სინდრომის დიაგნოზის დასმა. ზოგიერთი ტესტის საშუალებით შესაძლებელია გამოირიცხოს სხვა ავადმყოფობა.


მიოფასციური ტკივილის სინდრომის ნაცვლად პაციენტები ხშირად მოიხსენიებენ შემდეგ „დიაგნოზებს“


„კუნთების გაციება“

„მიოზიტი“

„მარილების დაგროვება“

„ოსტეოქონდროზი“

„რადიკულიტი“

„ნერვის ანთება“


სწორი დიაგნოზის დადგენამდე პაციენტებს საკმაოდ დიდი „მანძილის გავლა“ უწევთ.


პაციენტები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ, როდესაც  

იზრდება ტკივილგამაყუჩებლების მოხმარება

მცირდება ყოველდღიური აქტივობა

მატულობს შინაგანი მღელვარება

გამოხატულია დეპრესიის ნიშნები


როგორ ვუმკურნალოთ მიოფასციურ ტკივილს?  

მიოფასციური სინდრომი ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით. მასზე გავლენას ახდენს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური სტრესი. სწორედ ამიტომ, ყველაზე ეფექტურია მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების ერთობლივი გამოყენება.


მიოფასციური ტკივილის სინდრომის მკურნალობის მთავარი ინსტრუმენტებია:

ავადმყოფობის წარმოშობის მიზეზების ახსნა

პაციენტის გამხნევება

ფსიქოლოგიური მხარდაჭერა

სწორი ფიზიკური აქტივობა

ცხოვრების ჯანსაღი წესისადმი ერთგულება

დეპრესიის დაძლევა

ძილის მოწესრიგება


თვითმართვის მეთოდები

სწორი ჩვევების ჩამოყალიბება

ცხოვრების წესის შეცვლა

კოფეინის შეზღუდვა

ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა

თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა

სტრესების მართვა

სპეციალური ვარჯიში


სწორი ჩვევების ჩამოყალიბება

მიოფასციური ტკივილის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კუნთების უხერხული მოძრაობის და დაჭიმვის პრევენცია, სწორი ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ჩვევების ჩამოყალიბება.



ფიზიკური მეთოდები

მკურნალობა დაჭიმვით

სითბური პროცედურები

მასაჟი

ელექტრული თერაპია

ულტრაბგერა

სხვა ფიზიოპროცედურები


არატრადიციული მეთოდები

აკუპუნქტურა

აკუპრესურა


მედიკამენტური მკურნალობა

მკურნალობა ადგილობრივი საშუალებებით (აეროზოლი, გელი, სალბუნი და სხვ.)

ინექცია ტრიგერულ წერტილში („ბლოკადა“)

საანესთეზიო საშუალებით

ჰორმონული პრეპარატებით

ტკივილგამაყუჩებლები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

კუნთის მომადუნებელი საშუალებები

დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებები

კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები

ბოტულინური ტოქსინი.


  Copyright 2012