|
ტკივილის დაღმავალი დათრგუნვა კახაბერ ჭელიძე ტკივილის დაღმავალი დამთრგუნავი სისტემა სათავეს იღებს შუა ტვინის წყალსადენის მიმდებარე ცენტრალური რუხი ნივთიერებიდან. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ოპიოიდურ რეცეპტორებს და უზრუნველყოფს ინჰიბიტორულ ეფექტს შემდეგი სტრუქტურების მეშვეობით:სეროტონის სისტემა ნაკერის დიდი ბირთვი - nucleus raphe magnus ნორეპინეფრინის სისტემა ლურჯი ალაგი - locus ceruleus დაღმავალი ბოჭკოები ქმნიან სინაფსებს სპინალური დონის აფერენტულ ბოჭკოებთან. სინაფსურ გადაცემებში ძირითად ნეიროტრანსმიტერებს წარმოადგენენ: ენდორფინები სეროტონინი (5-HT) და ნორეპინეფრინი (NE). [1] ნორეპინეფრინი მონაწილეობს ტკივილის დაღმავალი ინჰიბიციის პროცესში, ხოლო სეროტონინი - როგორც შემსუბუქებაში, ასევე ტკივილის გაძლიერებაში. ნორეპინეფრინი ანტინოციცეპტიური ნეიროტრანსმიტერია.
სეროტონინმა შეიძლება გამოავლინოს როგორც ანტინოციცეპტიური, ასევე პრონოციცეპტიური მოქმედება.
სურათზე: ტკივილის დაღმავალი ნერვული გზები
[1] ერთ-ერთი ქატექოლამინის საერთაშორისო სახელწოდებიდან Norepinephrine (INN); ევროპაში გავრცელებულია სხვა აბრევიატურა NA = Noradrenaline (BAN) |
|
|