|
ტკივილის ფიზიოლოგია
კახაბერ ჭელიძე
ტკივილის წარმოქმნაში, გადაცემაში, მოდულაციასა და აღქმაში სხვადასხვა პერიფერიული, სპინალური და სუპრასპინალური სტრუქტურებია ჩართული:
| ნოციცეპტორები |
| ტკივილის რეცეპტორები |
| ნოციცეპტიური აფერენტები |
| C, Aδ-ბოჭკოები |
| ზურგის ტვინის უკანა რქა |
| აღმავალი გზები |
| აფერენტული ნერვული ბოჭკოები |
| თავის ტვინი |
| დაღმავალი გზები |
| ეფერენტული ნერვული ბოჭკოები. |

ნოციცეპტიური ტკივილი წარმოიქმნება თერმული ან მექანიკური სტიმულით ან ქსოვილის დაზიანების შედეგად გამოთავისუფლებული ანთებითი მედიატორებით ნოციცეპტორების (C და Aδ-ბოჭკოების თავისუფალი ნერვული დაბოლოებების) პირდაპირი სტიმულაციის შედეგად. მემბრანული პოტენციალის ცვლილებას - ტრანსდუქციას მოჰყვება მისი გარდაქმნა მოქმედების პოტენციალად - ტრანსფორმაცია.
|
|