|  | 
| 
 | 
| 
 | 
| 
 ოპიოიდური ზეგავლენის დესენსიტიზაცია კახაბერ ჭელიძე ტკივილის მექანიზმში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ μ-ოპიოიდურ რეცეპტორთა და მონოამინერგულ სისტემებს. 
 ქრონიკული ტკივილის (ნეიროპათიული ტკივილი ან ნეიროპათიურ კომპონენტთან ასოცირებული ტკივილი) დროს ორი მაინჰიბირებელი სისტემიდან ერთის - ოპიოიდერგული (ენდორფინ-აქტივირებული) სისტემის როლი მცირდება, მეორესი ანუ მონოამინერგულისა (ნორეპინეფრინი და სეროტონინი) კი - იზრდება. ძირითად ინჰიბიტორულ მედიატორად გვევლინება ნორეპინეფრინი სეროტონინის როლი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია მისი ორმაგი, ანტი - და პრონოციცეპტიური ეფექტის გამო. 
 ქრონიკულიტკივილის დროს ასევე მცირდება μ-ოპიოიდური რეცეპტორების ექსპრესია დორზალურ რქაში, რის გამოც ნეირონები ნაკლებად მგრძნობიარენი ხდებიან μ-ოპიოიდური ინჰიბიციის მიმართ. 
 | 
 
 | 


