ტკივილის და ფუნქციური მდგომარეობის შეფასების განსხვავებული მიდგომები
სხვადასხვა პათოლოგიების დროს

     კახაბერ ჭელიძე, ნატალია მუჩაიძე, გიორგი გეგელაშვილი

პათოლოგიების მიხედვით როგორც შეფასების, ასევე დოკუმენტირების და მართვის აქცენტების ჩამოყალიბებასა და წარმართვაში განსხვავებულ მიდგომებს მიმართავენ,


ოსტეოართრიტი  

დასავლეთ ონტარიოს და მაკ მასტერის უნივერსიტეტის ოსტეოართრიტის ინდექსი

WOMAC = Western Ontario and McMaster Universities Osteoarthritis Index

მოწოდებულია მენჯ-ბარძაყის და მუხლის ოსტეოართრიტით დაავადებული პაციენტის მდგომარეობის შესაფასებლად. შეიცავს 24 პარამეტრს, რომლებიც გადანაწილებულია სამ სკალაში:

WOMAC - ტკივილის სკალა

5 პარამეტრი

 

WOMAC - შებოჭილობის სკალა

2 პარამეტრი

 

WOMAC - ფიზიკური ფუნქციის სკალა

17 პარამეტრი


რევმატიზმი  

ამერიკის რევმატიზმის ასოციაციის ფუნქციური კლასები

ARA = American Rheumatism Association

ARA-I კლასი

5 პარამეტრი

თავის მოვლა, პროფესიული აქტივობა, არაპროფესიული აქტივობა

 

ARA-II კლასი

პაციენტს შეუძლია თავის მოვლა და პროფესიული აქტივობა, მაგრამ შეზღუდული აქვს არაპროფესიული აქტივობის უნარი.

 

ARA-III კლასი

პაციენტს შეუძლია თავის მოვლა, მაგრამ შეზღუდული აქვს პროფესიული და არაპროფესიული აქტივობის უნარები.

 

ARA-IV კლასი

პაციენტს შეზღუდული აქვს თავის მოვლის, პროფესიული და არაპროფესიული აქტივობის უნარები.


მაანკილოზებელი სპონდილიტი  

ბეთის მაანკილოზებელი სპონდილიტის ფუნქციური მაჩვენებელი

BASF=Bath Ankylosing Spondylitis Functional Index

გამოიყენება მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად. თან ერთვის ვიზუალური ანალოგების სკალა. თითოეული ფუნქციური აქტივობა ფასდება ქულებით:

0 ქულა

მოცემული აქტივობა ადვილად განსახორციელებელია

 

10 ქულა

მოცემული აქტივობის განხორციელება შეუძლებელია

ჯამური მაჩვენებელი შეიძლება მერყეობდეს 0-დან 100-მდე.


თავის ტკივილი  

თავის ტკივილის ცხოვრების ხარისხზე ზეგავლენის ტესტი

HIT-6 Headache Impact Test [1]

გთხოვთ, ყურადღებით შეავსოთ კითხვარი. შევსებული კითხვარის ანალიზი გაუადვილებს თქვენს ექიმს წარმოიდგინოს, რამდენად გაწუხებთ თავის ტკივილი და რამდენად იზღუდება თქვენი უნარები ამ დროს. ეს ინფორმაცია დაეხმარება მას თავის ტკივილის მართვის უფრო შესაფერისი მეთოდების შერჩევაში. ტესტით, ასევე, შეიძლება დააკვირდეთ ავადმყოფობის მიმდინარეობას, მართვის წარმატებას თუ წარუმატებლობას.

თითოეული კითხვის ქვეშ გთხოვთ მონიშნოთ მხოლოდ ერთი პასუხი:




შაკიკი  

შაკიკის შეტევის გამოსავლის გაზომვა

Migraine Assessment of Current Therapy (Migraine-ACT),

შაკიკის შეტევის მკურნალობის გამოსავლის გაზომვა მეტად სუბიექტურია და ეყრდნობა პაციენტის მონათხრობს (“პაციენტის დეკლარაციას”).

თანმიმდევრულობა და რეაგირება

რამდენად შედეგიანია მკურნალობა შეტევათა უმრავლეს შემთხვევაში.

 

შვების მიღება

იხსნება თუ არა თავის ტკივილი წამლის მიღებიდან 2 საათში

 

უნარიანობის აღდგენა

აღდგება თუ არა შრომის და სხვა უნარები წამლის მიღებიდან 2 საათში.

 

ემოციების პასუხი

არის თუ არა მკურნალობა იმდენად კომფორტული, რომ პაციენტს შეუნარჩუნდეს სხვადასხვა აქტივობის გაგრძელების სურვილი.


ტკივილის შეფასების და გაზომვის მეთოდები სხვადასხვა კონტინგენტში

პედიატრიული შეფასება  

ტკივილი სუბიექტურ შეგრძნებებზე დამყარებული ფენომენია. ბავშთა ტკივილის შეფასების მეთოდები ეყრდნობა:

ფიზიოლოგიურ (სასიცოცხლო) ფუნქციებს

გულის ცემა

ცთომილი ნერვის ტონუსი

სუნთქვის სიხშირე

ჟანგბადის სატურაცია

ხასიათობრივ ცვლილებებს

მიმიკა

ტირილი

სხეულის მოძრაობები

კომპლექსური შეფასების საშუალებებს

Neonatal Infant Pain Scale (NIPS)

Premature Infant Pain Profile (PIPP).


ტკივილის შეფასების მეთოდის არჩევის დროს გასათვალისწინებელია ბავშვის:

ასაკი

კოგნიტიური შესაძლებლობები

კომუნიკაციის უნარი.


ტკივილის შეგრძნება რეფლექსურია და დამოკიდებულია პაციენტის ფიზიოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ტკივილის დროს შესაძლებელია ადამიანის ქცევის გარკვეული მოდელის შექმნა, რომელის ამოსავალი წერტილი მისი ოჯახური და კულტურული თავისებურებანია.


ენობრივი ბარიერი და კულტურული თავისებურებები ქმნიან სირთულეებს ტკივილის შეფასებისას, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს მკვლევარის მიერ. ყველა კვლევის წინ უნდა შეფასდეს თითოეული გამოყენებული მეთოდის ვალიდურობა.


გერიატრიული შეფასება  

გერიატრიული პაციენტების თანამედროვე მრავალგანზომილებიანი შეფასება მოიცავს მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობის შეფასებას.



ბარტელის ინდექსი [3] - Barthel index- BI

ბარტელის ინდექსი გვიჩვენებს რამდენად შეუძლია ადამიანს აუცილებელი სოციალური ფუნქციების შესრულება სხვების დახმარების გარეშე. [4] ფორმა მოიცავს 10 კითხვას, რომელზედაც პასუხები ფასდება 0-დან (საჭიროებს დამხმარეს, აქვს შარდის შეუკავებლობა) 10-მდე (არ საჭიროებს დამხმარეს, აკონტროლებს სფინქტერებს) . კითხვარი არ შეიცავს კოგნიტიურ ან კომუნიკაციურ ასპექტებს. ბარტელის ინდექსით ფასდება ის, რაც პაციენტს შეუძლია გააკეთოს და არა ის, რაც პაციენტს სურს რომ გააკეთოს.

"ადგომა-წასვლის" ტესტი - Timed "up and go"

ტესტით მოწმდება პაციენტის ფიზიკური მობილობა. პაციენტი ზის სახელურებიან (46 სმ) სავარძელში. ნებადართულია დამხმარე საშუალებების (მაგ. ყავარჯენი) გამოყენება. პაციენტი მითითებისამებრ უნდა ადგეს სავარძლიდან, გაიაროს 3 მეტრი, შემობრუნდეს, მიბრუნდეს სავარძელთან და დაჯდეს. თუკი ტესტის ხანგრძლივობა აღემატება 20 წამს - თვლიან, რომ პაციენტის მობილობა და ფუნქცია შეზღუდულია.

ტინეტის მობილობის ტესტი [5] - TINETTI motility test

ტესტი შედგება წონასწორობისა და სიარულის შეფასების რამდენიმე სტანდარტიზებული მოქმედებისგან. თუკი პაციენტმა შესაძლო 28-დან დააგროვა < 20 ქულა, მას დაცემის რისკი მაღალი აქვს.

მენტალობის მინი სტატუსი [6] - Mini-mental state examination - MMSE

ფოლსტეინის მენტალური მდგომარეობის შესაფასებელი მოკლე ტესტი გამოიყენება კოგნიტიური (ორიენტაცია, ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება) აშლილობის შესაფასებლად. იგი მოიცავს 30 კითხვას ან სავარჯიშოს:

დრო და თარიღი

მეტყველების სავარჯიშო

მარტივი ზეპირი არითმეტიკული ამოცანები

ხატვითი სავარჯიშოები.


ყოველი სწორი პასუხი ფასდება ერთი ქულით. 24-ზე ნაკლები ქულა ფასდება, როგორც სავარაუდო დემენცია.

საათის დასრულების ტესი [7] - Clock completion - CC

გამოიყენება ცერებრული დარღვევების დიაგნოსტირებისთვის. პაციენტმა 12 ფიგურა გარკვეული თანმიმდევრობით უნდა განალაგოს 10-სანტიმეტრიანი დიამეტრის საათზე. ტესტი ფასდება სპეციფიკური ქულობრივი სისტემით.

გერიატრიული დეპრესიის სკალა [8] - Geriatric depression scale - GDS

ტესტი აფასებს გერიატრიული პაციენტის განწყობას. მოკლე ვერსია შედგება 15 კითხვისგან. თითოეულ კითხვას შეიძლება ჰქონდეს ორი - დადებითი ან უარყოფითი პასუხი. 6-ზე ნაკლები ქულა მიუთითებს დეპრესიის არსებობაზე.

ლიტერატურა  

[1] www.headachetest.com
[2] Dowson AJ, Tepper SJ, Baos V, et al. Identifying patients who require a change in their current acute migraine treatment: the Migraine Assessment of Current Therapy (Migraine-ACT) questionnaire.
Curr Med Res Opin 2004;20(7):1125–35.
[3] Mahoney FI, Barthel DW. Functional evaluation. The Barthel Index. Md State Med J 1965;14:61-65.
[4] რუტინული არაასისტირებული აქტივობები.
[5] Tinetti ME. A simple procedure for general screening for functional disability in elderly patients. Ann Intern Med 1990;112:699-706.
[6] Folstein MF, Folstein SE, McMugh PR. "Mini-mental state": a practical method for grading the cognitive state of patients for the clninician. J Psychiatr Res 1975;12:189-98.
[7] Watson IJ, Arfken CL, Birge SJ. Clock completion: an objective screening test for dementia. J Am Geriatr Soc 1993;41:1235-40.© 2011 Grünenthal GmbH, Aachen, Deutschland
[8] Yesavage JA, Brink TL, Rose Tl et al. Development and validation of a geriatric screening scale: a preliminary report. J Psychiatr Res 1983;39:37-49.

  Copyright 2012