ტკივილის დახასიათება

      გიორგი გეგელაშვილი

მრავალგანზომილებიანი ტესტები  

მწვავე ტკივილის დასახასიათებლად ძირითადად საკმარისია მხოლოდ ინტენსივობის შეფასება. ქრონიკული ტკივილის სრულყოფილი შეფასებისათვის კი აუცილებელია, ასევე ტკივილის აღქმის და მისი ცხოვრების კონკრეტულ პარამეტრებზე ზეგავლენის ხარისხის დადგენა. ამ მიზნისთვის შექმნილია მთელი რიგი ინსტრუმენტები. მოვიყვანთ რამოდენიმე მათგანს:



ტკივილის აღქმა

მაკგილის ტკივილის კითხვარი - MPQ


მაკგილის ტკივილის კითხვარი (მაკგილის ტკივილის ინდექსი) შეიქმნა მაკგილის უნივერსიტეტში მელზაკისა და ტორგერსონის მიერ 1971 წელს. შედგება 2-6 სიტყვისგან შემდგარი 20 ჯგუფად განაწილებული 78 სიტყვისგან. პაციეტმა უნდა მონიშნოს სიტყვები, რომლებიც უკეთ აღწერენ ტკივილს. შედეგი ფორმირდება

აფექტური,

სენსორული,

შეფასებითი და

შერეული ჯგუფებისგან. [1]


სკალის შევსებას სჭირდება 10-15 წუთი.


ტკივილით გამოწვეული უუნარობა

ტკივილით განპირობებული უუნარობის მაჩვენებელი - PDI


PDI-ით ფასდება ტკივილით განპირობებული უუნარობა და ტკივილთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ყოფის ცვლილებები. კითხვარი შეიცავს 7 სხვადასხვა სკალას (ცხოვრების შვიდ სფეროს):

ოჯახური და შინამეურნეუობის ვალდებულებები

ყოველდღიური ფუნქციების შესრულება (სახლის დალაგება, ეზოს მოვლა და სხვ.)

საქმიანობის სოლიდარული გადანაწილება (ბავშვის ბაღში/სკოლაში ტარება და სხვ.)

რეკრეაციული აქტივობა

ჰობი, სპორტი, მოგზაურობა, ბუნებაში გასვლა და სხვ.

სოციალური აქტივობა

მეგობრებთან ურთიერთობა, ოჯახის წევრებთან ოჯახის გარეთ ურთიერთობა (წვეულება, გართობა, თეატრი, კონცერტი, პიკნიკი და სხვ.)

სამსახური

იგულისხმება როგორც ოფიციალური სამუშაო, ასევე თვითდასაქმება

სექსი

სიხშირე, კმაყოფილება

საკუთარი თავის მოვლის შესაძლებლობა

პირადი ჰიგიენა, ჩაცმა, მანქანის მართვა და სხვ.

აუცილებელი სასიცოცხლო აქტივობა (ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები)

კვება, ძილი, სუნთქვა (სიხშირე, სიღრმე, ხვრინვა, აპნოე)


თითოეული მათგანი 0-დან (=არ არის დარღვეული) 10 ქულამდე (სრულიად დარღვეულია) ფასდება. ნორმალურ მიჯნად ითვლება 45 ქულა. მხედველობაში მისაღებია, რომ სექსუალური აქტივობის სკალა ყოველთვის არ ივსება, რაც ქულების ხელოვნურად შემცირებას იწვევს.


ტკივილის მოკლე აღწერილობა - BPI


ამ ინსტრუმენტით იზომება ტკივილის ინტენსიურობა (სენსორული განზომილება) ტკივილით განპირობებული ფუნქციური დარღვევების (რეაქტიული განზომილება) მოცულობა. ამას გარდა შესაძლებელია ტკივილის მდებარეობის და გაყუჩების შეფასება.

ტკივილის ინტენსივობის შეფასება

ტკივილის ზეგავლენის დახასიათება ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფუნქციებზე

ზოგადი აქტივობა

გუნებ-განწყობა

სიარულის შესაძლებლობა

მუშაობის შესაძლებლობა

ურთიერთობა

ძილი

ცხოვრებისეული სიამოვნების მიღების შესაძლებლობა


ტკივილის ზეგავლენა ცხოვრების ხარისხზე

ჯანმრთელობის 36 პუნქტი - SF-36v2


ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების 36-პუნქტიანი გამოკითხვის მე-2 ვერსია მოიცავს 36-კითხვიან რვა ქვესკალას, რომლითც ფასდება

ფიზიკური ფუნქცია

როლური ფუნქცია

ტკივილი

ჯანმრთელობის ზოგადი აღქმა

სიცოცხლის უანრიანობა

სოციალურ ფუნქცია

ემოციური ფუნქცია და

ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.


დეპრესიის აღნუსხვა

ბეკის დეპრესიის ტესტი - BDI


ფსიქოსოციალური პრობლემები და ფსიქიატრიული ავადმყოფობის თანაარსებობა ამძიმებს ან განაპირობებს ტკივილის მიმდინარეობას. დეპრესია ტკივილის დაძლევის ერთერთ ყველაზე დიდი ხელშემშლელ ბარიერად არის მიჩნეული. [2]


ბეკის დეპრესიის ტესტი - Beck Depression Inventory (BDI) გამოიყენება დეპრესიის სიმპტომების გამოვლენისა და შეფასებისათვის.

გუნება-განწყობა

სოციალური აქტივობის შესაძლებლობა

გადაუწყვეტელობა

მარცხის განცდა

სხეულის არასრულფასოვნება

კმაყოფილების განცდის შეუძლებლობა

სამუშაოს მოცულობის შემცირება

დანაშაულის განცდა

საკუთარი თავის დასჯის სურვილი (ფიქრები)

დაღლილობის შეგრძნება

საკუთარი თავის სიძულვილი

უმადობა

საკუთარი თავის დადანაშაულება

გახდომა

თვითმკვლელობაზე ფიქრი (თვითმკვლელობის მცდელობა)

იპოქონდრია

შეუჩერებელი ტირილი, მოთქმა

ლიბიდოს დაქვეითება


ტესტის შესავსებად საკმარისია 10 წუთი.


ფსიქოლოგიური დარღვევების წითელი დროშების აღმოჩენისთანავე აუცილებელია ფსიქიტრის კონსულტაცია. პაციენტები და უახლოესი გარემოცვა ყოველთვის მზად არ არიან მხარი დაუჭირონ ექიმის ამგვარ შეთავაზებას. მკურნალ ექიმს ასეთ შემთხვევაში უხდება დიდი მოთმინების გამოჩენა და ინდივიდუალური მიდგომა.


დეპრესიის "წითელი დროშები"

ფსიქიატრის მეურვეობის აუცილებლობა, როდესაც პაციენტთან საუბრისას ექიმი ავლენს შემდეგ სიმპტომებს:

სუიციდის მცდელობა

სუიციდური იდეები

ანერგია

გახანგრძლივებული ანჰედონია

მადის დაქვეითება

ძილის დარღვევა

შფოთვა ან პანიკური მდგომარეობა

ავადმყოფობის არსის ხანგრძლივი გაუცნობიერებლობა

აგრესია.

ლიტერატურა  

[1] Melzack R. The short-form McGill Pain Questionnaire. Pain 1987;30:191–7.
[2] Miller LR, Cano A. Comorbid chronic pain and depression: who is at risk? J Pain. 2009;10:619-627.

  Copyright 2012