თავდაცვითი მედიცინა - Defensive medicine

      გიორგი გეგელაშვილი

სამართლებრივი დევნა, როგორც თავდაცვითი მედიცინის განვითარების წინაპირობა


საზოგადოება სრულიად სამართლიანად ითხოვს კანონიერ უფლებას – გარანტირებულად მიიღოს საუკეთესო ხარისხის სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო პერსონალს, ასევე, სჭირდება კანონიერი უფლების დაკმაყოფილება ადეკვატურ სამუშაო პირობებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით. არ შეიძლება ექიმი შიშის და დასჯის მოლოდინით ცხოვრობდეს, მაგრამ ასევე შეუძლებელია მთლიანად საზოგადოება იყოს დაუცველი და “ეშინოდეს” ავად გახდომის.


გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იმ სისტემებში, სადაც აქტიურდება სამედიცინო პროფესიონალების დევნა, ფეხს იკიდებს მეტად საშიში ტენდენცია –თავდაცვითი მედიცინის განვითარება.

სამედიცინო პროფესიონალების დევნა ხელს უწყობს თავდაცვითი მედიცინის განვითარებას.

თავდაცვითი მედიცინა არის სამედიცინო დიაგნოსტიკური ან თერაპიული პრაქტიკის სახეობა, როდესაც განხორციელებული ქმედებები არ ემსახურება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, არამედ გამოწვეულია სამედიცინო პერსონალის შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ან სხვა სამართლებრივი დევნის შიშით.

თავდაცვითი მედიცინა ემსახურება არა პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, არამედ – სამედიცინო პერსონალის შესაძლო სამართლებრივი დევნისგან თავის დაცვას.

თავდაცვითი მედიცინის მაგალითები  

აშშ-ში თავდაცვითი მედიცინის ტენდენცია განსაკუთრებით ხშირია გადაუდებელი მედიცინის, სამეანო და სხვა მომეტებული რისკის მქონე ერთეულებში.

სხვადასხვა ავტორების მონაცემებით სარისკო საქმიანობის განმახორციელი ექიმების 79-93% მიმართავს „თავდაცვას“. [1]

2003 წლის გამოკითხვით პენსილვანიის შტატის ”რისკიანი ექიმების” 93% მიმართავს თავდაცვით მედიცინას. [2] რისკიანი დარგებია:

გადაუდებელი დახმარება

ზოგადი ქირურგია

ორთოპედიული ქირურგია

ნეიროქირურგია

მეანობა-გინეკოლოგია

რადიოლოგია.

2008წ. ჩატარებული კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ თავდაცვითი პრაქტიკის შედეგად არაუცილებელი სამედიცინო ხარჯი წლის განმავლობაში შეიძლება ტრილიონ დოლარზე მეტიც კი იყოს. [3]

Massachusetts Medical Society-ის 2008 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ თავდაცვითი მედიცინა მილიარდობით დოლარით ზრდის სამედიცინო ხარჯებს და საფრთხის შემცველია პაციენტისთვის.

მოსალოდნელ სასამართლო განხილვაზე ფიქრი გავლენას ახდენს არამარტო მუშაობის პრინციპზე, არამედ ჰოსპიტლის გარეთ ცხოვრების ხარისხზეც. [4]

 

ლიტერატურა  


[1] http://society.guardian.co.uk/health/comment/0,7894,1450447,00.html http://www.aaos.org/news/bulletin/janfeb07/clinical2.asp http://jama.ama-assn.org/cgi/content/abstract/293/21/2609 DeKay ML, Asch DA. Is the defensive use of diagnostic tests good for patients, or bad? Med Decis Making. 1998;18:19-28.
[2] Studdert DM, Mello MM, Sage WM, et al. Defensive medicine among high-risk specialist physicians in a volatile malpractice environment. JAMA 2005;293:2609–17.
[3] http://blogs.usatoday.com/oped/2008/04/wasted-medical.html
[4] Massachusetts Medical Society. Investigation of defensive medicine in Massachusetts. Informational Report: 1-08 – 02. Waltham, MA: Massachusetts Medical Society; November 2008.

  Copyright 2012