ტკივილის მართვის პრინციპები

     კახაბერ ჭელიძე

ტკივილზე ზემოქმედების დონეები

ტკივილის მართვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ქრონიკული ტკივილის პრევენციაა. ტკივილის სტიმულების გადაცემის პროცესის არასაკმარისი სუპრესიის შემთხვევაში ვითარდება ტკივილისგან ენდოგენური დაცვის გადაძაბვა და პროცესის კონტროლიდან გამოსვლა. თერაპიული სტრატეგიის მიზანი არის ტკივილის მექანიზმის სხვადასხვა ეტაპსა და დონეზე ზემოქმედება.



სქემა: ტკივილის სხვადასხვა მექანიზმებზე ზემოქმედება


ტკივილზე მოქმედი სუბსტანციები



სქემა: კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებული ცენტრალურ და პერიფერიულ სენსიტიზაციაზე მოქმედი სუბსტანციები.


ცენტრალური მიდგომები  

ოპიოიდები

უკავშირდებიან რა ოპიოიდურ რეცეპტორებს, თრგუნავენ კალციუმის ნაკადს და ამცირებენ აღმგზნები ნეიროტრანსმიტერების გამოთავისუფლებას.

პოსტსინაფსური ჰიპერპოლარიზაციისა და კალიუმის არხების გაღების გამო მცირდება ტკივილის იმპულსის გადაცემა.

MOR-NRI - ტაპენტადოლი

ერთი მოლეკულით უზრუნველყოფს ორ კომბინირებულ ეფექტს.

ზურგის ტვინის დონეზე პრე- და პოსტსინაფსური μ-ოპიოიდური რეცეპტორების აქტივაციის შედეგად ტრაპენტადოლი ამცირებს აღმავალ იმპულსებს და ტკივილის სიგნალების გადაცემას თავის ტვინისკენ.

სუპრასპინალურ დონეზე იგი ამცირებს დაღმავალ პრონოციცეპტიურ გავლენას და ამცირებს ტკივილის პერცეფციას.

სნუმსი [1]

ზრდიან სეროტონინისა და ნორეპინეფრინის კონცენტრაციას და შესაბამისად, მათ დამთრგუნავ ზემოქმედებას ტკივილის გადაცემის პროცესზე.

ალფა-2 რეცეპტორის აგონისტები

თრგუნავენ ნოციცეპტიური აფერენტების სინაფსურ გადაცემებს.

გაემ-რეცეპტორის აგონისტები

გამოიყენება, როგორც ანტიკონვულსანტები.

პერსპექტიულ მიმართულებას განეკუთვნება გაემ-რეცეპტორის სელექტიური აგონისტების კლასი.

ლოკალური საანესთეზიო საშუალებები

ნატრიუმის არხების ბლოკირების მეშვეობით თრგუნავენ ტკივილის გადაცემას (ნერვის ბლოკადა).

ნატრიუმის არხის სელექციური ბლოკერები

ტკივილის გადაცემაში ჩართული ნატრიუმის სპეციფიკური არხების დათრგუნვის პერსპექტიული ექსპერიმენტული საშუალებებია.

კალციუმის არხის ბლოკერები

გამოიყენება შაკიკის პროფილაქტიკისთვის.

კალციუმის არხის სელექტიური ბლოკერები ასევე გამოიყენება ნეიროპათიული ტკივილის სამკურნალოდ (გაბაპენტინი).

NMDA ანტაგონისტები

ყველაზე ცნობილი NMDA ანტაგონისტი არის კეტამინი და მისი ენანთიომერი S-კეტამინი.


პერიფერიული მიდგომები  

ტრადიციული არასტეროიდები და ცოგ-2 ინჰიბიტორები

თრგუნავენ პროსტაგლანდინების სინთეზს და აფერხებენ ტკივილის რეცეპტორების სენსიტიზაციას

ლოკალური საანესთეზიო საშუალებები

ნატრიუმის არხების ბლოკირებით უზრუნველყოფენ აქტივაციის ფორმირებისა და გადაცემის (ნერვის ბლოკადური ანესთეზია) პრევენციას

ვანილოიდური რეცეპტორის ანტაგონისტები

თრგუნავენ ნოციცეპტორების აქტივაციას

ბრადიკინინის რეცეპტორის ანტაგონისტები

ამცირებენ პერიფერიულ სენსიტიზაციას

ნატრიუმის არხის სელექციური ბლოკერები

ტკივილის გადაცემაში ჩართული ნატრიუმის სპეციფიკური არხების ინჰიბიციის პერსპექტიული ექსპერიმენტული საშუალებებია

კალციუმის არხის ბლოკერები

შესწავლის ფაზაშია ნეიროპათიულ ტკივილზე მოქმედი ახალი თაობა კალციუმის არხის სელექციური ბლოკერებისა

ადგილობრივი ოპიოიდები

პირველადი აფერენტული ნეირონების პერიფერიული ნერვულ დაბოლოებებში ოპიოიდური რეცეპტორების შემცველობის გამო ანთებით ქსოვილებზე ოპიოიდების ადგილობრივად გამოყენება კლინიკურ კვლევებში დამაკმაყოფილებელ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს იძლევა.


პრეპარატის შერჩევა  

ფაქტორები, რომელიც განსაზღვრავს პრეპარატის შერჩევის გადაწყვეტილებას:


 

შენიშვნები

[1] სნუმსი: სეროტონინის (5HT) და ნორეპინეფრინის (NE) უკუმიტაცების ინჰიბიტორი

  Copyright 2012