|
კაპსაიცინის 8%-იანი სალბუნი გიორგი გეგელაშვილი კაპსაიცინის 8%-იანი სალბუნი: [1] თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი, უშუალოდ კანზე დასატანი საშუალებაა; თხელი სალბუნი კანში სწრაფად შეღწევისთვის არის გამიზნული. იგი უზრუნველყოფს ნეიროპათიული ტკივილის ხანგრძლივ გაყუჩებას. ერთჯერადი აპლიკაცია ხელს უწყობს ტკივილის 3-თვიან შემსუბუქებას. პრეპარატი თავისუფალია სისტემური არასასურველი გვერდითი ეფექტებისგან. მოქმედების მექანიზმი: კაპსაიცინი ანუ 6-ნონენამიდი, N - [(4-ჰიდროქსი-3-მეთოქსფენილი) მეთილ]-8-მეთილ, (6E) გარდამავალ რეცეპტორულ პოტენციალთა ვანილოიდური, ლიგანდ-დამოკიდებული, არასელექტიური იონური არხის (TRPV1) შერჩევითი სპეციფიკური აგონისტია. მაღალი კონცენტრაციის კაპსაიცინის ხანგრძლივი ზემოქმედება განაპირობებს ნოციცეპტური სენსორული აქსონების ფუნქციის ხანგრძლივ, მაგრამ შექცევად დაქვეითებას (დეფუნქციონალიზაციას) და იწვევს ეპიდერმული ნერვული ბოჭკოების სიმკვრივის შემცირებას. სურათი: კაპსაიცინი ამცირებს ეპიდერმული ნერვული ბოჭკოების სიმკვრივეს [Kennedy et al. J.Pain 2010]
შემოკლებები: DN = დერმული ბოჭკოები; DEJ =ეპიდერმისის დერმაში გადასვლის მიდამო; ENF =ეპიდერმული ნერვული ბოჭკო. კაპსაიცინის 8%-იანი სალბუნი საშუალებას იძლევა, რომ პრეპარატი მაღალი დოზით მიეწოდოს ჰიპერაქტიული ტკივილის რეცეპტორებს, რაც ამ უკანასკნელთა ფუნქციის გახანგრძლივებული მოშლით მთავრდება. კაპსაიცინის 8%-იანი სალბუნის ერთჯერადი აპლიკაციის შემდეგ ასევე მნიშვნელოვნად მცირდება ეპიდერმული ნერვული ბოჭკოების სიმკვრივეც. აღსანიშნავია რომ ზეგავლენა შექცევადია და ეპიდერმული ნერვული ბოჭკოების სიმკვრივე აპლიკაციიდან 12-24 კვირის შემდეგ საწყის ნიშნულს უბრუნდება. ჩვენება: ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ში კაპსაიცინის 8%-იანი სალბუნი დაშვებულია არადიაბეტიან მოზრდილებში პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილების სამკურნალოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან ერთად.
|
|
|