ტკივილგამაყუჩებლების ეფექტურობა

      გიორგი გეგელაშვილი

სამკურნალოდ საკმარისი რაოდენობა - NNT  

პრეპარატების ეფექტურობის შედარებითი ანალიზისათვის შემოღებულია კოეფიციენტი NNT (Numbers Needed To Treat): ”სამკურნალოდ საკმარისი რაოდენობა”. NNT აღნიშნავს, თუ კონკრეტული პრეპარატის რამდენი სამკურნალო დოზის შეყვანაა საჭირო >50%-იანი ეფექტის მისაღწევად. [1]


ტკივილგამაყუჩებლების NNT მიუთითებს წამლის იმ რაოდენობას, რამდენიც საკმარისია 4-6 საათის განმავლობაში ზომიერი და ძლიერი ტკივილის >50%-იანი გაყუჩებისთვის. NNT-ის გამოთვლისთვის აუცილებელი პირობაა, რომ კვლევა ჩატარდეს ორმხრივად ბრმა და პლაცებოსთან შედარების მეთოდით.


NNT-ის გამოსათვლელი ფორმულა ამგვარად გამოიყურება:


NNT = 1/(საკვლევი პრეპრატით 50%-იანი გაყუჩების პროპორცია დასაკვირვებელ კონტინგენტში) – (პლაცებოთი 50%-იანი გაყუჩების პროპორცია დასაკვირვებელ კონტინგენტში).

NNT-ის გამოთვლის მაგალითები  

დავუშვათ ვირტუალური კვლევით ”იდეალური” პრეპარატის X mg მიღებიდან 6 საათში 50 პაციენტიდან ყველას >50%-ით გაუყუჩდა ტკივილი (საკვლევი კონტინგენტის 100%-ს); Placebo-ს მიღებიდან კი არცერთს (0%-ს). პროპორციების ფორმულაში ჩასმით მივიღებთ შემდეგ მაჩვენებელს

”იდეალური” პრეპარატი X mg: NNT = 1 / (50/50) – (0/50) = 1 / 1 = 1

შესადარებლად განვიხილოთ ერთერთი რეალური კვლევის შედეგი. ”რეალური” პრეპარატის Ymg მიღებიდან 6 საათში 50-დან 27 პაციენტს >50%-ით გაუყუჩდა ტკივილი (საკვლევი კონტინგენტის 54%-ს); Placebo-ს მიღებიდან კი მხოლოდ 10-ს (20%-ს). პროპორციების ფორმულაში ჩასმით მივიღებთ შემდეგ მაჩვენებელს

”რეალური” პრეპარატი Ymg: NNT = 1 / (27/50) – (10/50) = 1 / 0.34 = 2.9

პრეპარატი მეტად ეფექტურია, როდესაც მიახლოვებულია 1-ს. თუმცა, NNT = 1 – ასეთი პრეპარატი პრაქტიკულად არ არსებობს. ერთი და იგივე პრეპარატს, მიწოდებულს სხვადასხვა დოზით, შესაძლებელია ჰქონდეს სხვადასხვა NNT. ვინაიდან ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ხშირად დოზაზეა დამოკიდებული (თუმცა აუცილებელი არ არის წრფივი იყოს) – დოზის მატებასთან ერთად მცირდება NNT-ის მნიშვნელობაც. კოეფიციენტს ამცირებს ასევე პრეპარატების კომბინაციაც. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამავე დროს იზრდება ზიანის კოეფიციენტი – NNH = Numbers Needed To Harm.

ოქსფორდის ლიგა  

”ოქსფორდის ლიგამ” 2007 წლისთვის წარმოადგინა NNT-ის გამოთვლის ყველა სარწმუნო კვლევის შედეგი. [2] ამ მასალაში პლაცებო გამოყენებული იყო 10,000-ზე მეტ პაციენტში. პლაცებოთი ტკივილის >50%-იანი გაყუჩების ეფექტი აღინუსხა საკვლევი კონტინგენტის 18%-ში (!).

ტკივილის გაყუჩების NNT - მოკლე ვარიანტი  


ტკივილის გაყუჩების NNT - სრული ადაპტირებული ვარიანტი  

ოქსფორდის ლიგა 2007 (მინიმუმ 3 კვლევა ან პაციენტთა რაოდენობა >200)


 

ლიტერატურა  

[1] http://www.medicine.ox.ac.uk/bandolier/painres/download/whatis/nnt.pdf
[2] http://www.medicine.ox.ac.uk/bandolier/booth/painpag/Acutrev/Analgesics/Leagtab.html

  Copyright 2012