|
არაოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები გიორგი გეგელაშვილი არაოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები არამჟავური ბუნების ქიმიური ნაერთებია. ტკივილგამაყუჩებელი ანალგეზიური სიცხის დამწევი ანტიპირეტული სპაზმის მომხნელი ანტისპაზმური (სპაზმოლიზური) გავრცელებული ტკივილგამაყუჩებლებიდან გააჩნია მხოლოდ მეტამიზოლს.
ცხრილი: ტკივილგამაყუჩებლების და არასტეროიდების შედარებითი ფარმაკოლოგია
პარაცეტამოლის გამოყენებაევროპაში XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყეს. ის თავდაპირველად თავის ტკივილის მიქსტურის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა. აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ჰონგ-კონგში და ირანში პარაცეტამოლის გენერიული სახელწოდებაა აცეტამინოფენი. [1] საუკუნუზე მეტია პარაცეტამოლი ინარჩუნებს ლიდერის საპატიო ადგილს, როგორც ყველაზე გავრცელებული, უსაფრთხო და გაყიდვადი ანალგეზიური საშუალება.
ანილინის წარმოებული პარაცეტამოლი ცენტრალური სეროტონინერგული მოქმედების, ურეცეპტოდ გასაცემი ტკივილგამაყუჩებელი (ანტინოციცეპტური) და სიცხის დამწევი (ანტიპირეტული) საშუალებაა. სიცხის დამწევი მოქმედება ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება მას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება უმნიშვნელოდ აქვს გამოხატული. [2] თუმცა, პარაცეტამოლი ამუხრუჭებს ცენტრალურ პროსტაგლანდინებს. საზიარო ფარმაკოლოგიური სპექტრის გამო ხშირად არასწორად კლასიფიცირდება როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. პარაცეტამოლი ასპირინისგან განსხვავებით არ აღიზიანებს კუჭს. შესაძლებელია მისი ბავშვთა ასაკში, ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს გამოყენება. [3] ჩვეულებრივ უსაფრთხოა ≤4გ/დ დოზირების პირობებში. ალკოჰოლის მიღებისას უსაფრთხო დოზა მცირდება დღეში 2 გრამამდე.
მომატებული მგრძნობელობა თავის ტკივილი თუმცა, თავად გამოიყენება თავის ტკივილის სამკურნალოდ.
პარაცეტამოლი ხშირად გვდება სხვადასხვა კომბინირებული ტკივილგამაყუჩებლის შემადგენლობაში შემდეგ პრეპარატებთან ერთად: ასპირინი კოფეინი ოპიოიდები კოდეინი ჰიდროკოდონი მეტოკლოპრამიდი ბარბიტურატები ბუტალბიტალი.
მაქსიმალური დღიური დოზა: ≤4გ/დ შესაძლებელია ბავშვებში, ორსულებში და ძუძუთი კვების დროს გამოყენება დღიური დოზა ალკოჰოლის ფონზე: ≤2გ/დ უიშვიათესი გართულებაა ღვიძლის მწვავე უკმარისობა გართულების თავიდან ასაცილებლად ერთჯერადად მიღებული დოზა უმჯობესია 325-500 მილიგრამზე მეტი არ იყოს და თანაბრად განაწილდეს დღის განმავლობაში საქართველოში პარაცეტამოლის “ტკივილგამაყუჩებლობის” მიმართ გარკვეული ”უნდობლობა” შეიმჩნევა, რაც შესაძლებელია მისი არასაკმარისი დოზით გამოყენებით აიხსნას.
მეტამიზოლი (დიპირონი, ანალგინი) 1920 წელს გერმანულმა კომპანიამ Hoechst AG (ამჟამად შედის Sanofi-ს შემადგენლობაში) აღმოაჩინა. სამკურნალო მიზნით ფართოდ იხმარება 1922 წლიდან. გასული საუკუნის 70-იან წლებამდე ითვლებოდა ერთ-ერთ საბაზისო ანალგეზიურ და ანტიპირეტულ საშუალებად; საქართველოში დღემდე პოპულარულია.
მეტამიზოლი პირაზოლონის ჯგუფის ცენტრალური მოქმედების ძლიერი სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. პირაზოლონის სხვა დერივატებია ფენაზონი და პროპიფენაზონი. მეტამიზოლს აგრეთვე გააჩნია სუსტი ანტისპაზმური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამიტომაც მას თირკმლის კოლიკის დროს იყენებენ. [4] სიცხის დამწევი ტკივილგამაყუჩებელი მსუბუქი ანტისპაზმური მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო მეტამიზოლის ემბრიოტოქსიკური ეფექტი დადასტურებული არ არის.
არტერიული ჰიპოტენზია (იშვიათად შოკი) ი/ვ ინფუზიის დროს ჰიპოტენზიის პრევენცია: გაზავება და ნელი ი/ვ ინფუზია მომატებული მგრძნობელობა არ უნდა დაენიშნოს ასთმის და ასპირნ-სენზიტიური ისტორიის მქონე პაციენტებს.
მეტამიზოლი მოიხმარეთ მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით. მეტამიზოლის ხანგრძლივად მოხმარება სახიფათოა. მოარიდეთ მეტამიზოლი ბავშვებს და ორსულებს. მეტამიზოლით ინდუცირებული ჰემოპოეზის დათრგუნვა უკიდურესად იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიშია. [5] მეტამიზოლის სინონიმებია: Algozone, Algocalmin, Analgin, Dipirona, Novalgin, Neo-Melubrina, Optalgin. შედის სხვადასხვა კომბინირებული ტკივილგამაყუჩებლის შემადგენლობაში: Baralgin, Buscopan compositum, Benalgin, Spasmalgon, Algopyrin, Sedalgin და სხვ. წამლის დანიშნულების ან გაცემის შეცდომის რისკი დასახელებით მსგავსების გამო: მეტიმაზოლი (თირეოტოქსიკოზის სამკურნალო საშუალება)!
[1]
Bonkowsky JL. Metamizole Use by Latino Immigrants: A Common and Potentially Harmful Home Remedy PEDIATRICS Vol. 109 No. 6 June 2002, pp. e98
|
|
|