|
სპონდილოართროპათიები კახაბერ ჭელიძე
სპონდილოართროპათიის გავრცელების მაჩვენებელი 0.5-1%-ია. მისი ტიპური ფორმა მაანკილოზებელი სპონდილიტია, რომლითაც ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები ავადდებიან.
სპონდილოართროპათია დამახასიათებელია გენეტიკურად წინასწარგანწყობილი პირებისთვის, თუმცა დაავადების განვითარებაში გარკვეული როლი აკისრია გარემო ფაქტორებს, კერძოდ კი ინფექციას (ქლამიდია, მიკოპლაზმა, იერსინია). სპონდილოართროპათიები მოიცავს ავადმყოფობათა რიგს, რომლებიც დაკავშირებული არიან B27 HLA ჰაპლოტიპთან და აზიანებენ ხერხემალს. მაანკილოზებელი სპონდილიტი ფსორიაზული ართრიტი რეაქტიული ართრიტი კრონის ავადმყოფობასთან ასოცირებული ართრიტი SAPHO სინდრომი S – სინოვიტი A – აკნე P – პუსტულოზი (პალმო-პლანტარული) H – ჰიპეროსტოზი O – ოსტეიტი ხერხემლის სახსრების ანთება განაპირობებს ხრტილოვან ართროპათიას და დამატებითი სტრუქტურების გაძვალებას (ოსიფიკაციას). იოგოვანი აპარატის გაძვალებას და ხერხემლის რკალის ანკილოზს მოჰყვება ხერხემლის მოქნილობის მზარდი დაქვეითება.
ხერხემლის სახსრების ქრონიკული ანთება იოგივანი სტრუქტურების გაძვალება ხერხემლის წვრილი სახსრების მაანკილოზებელი დეგენერაცია
ავადმოყოფობის კარდინალური ნიშანი არის წელის ტკივილი ბარძაყებში ირადიაციით, განსაკუთრებით დილის საათებში. დილის შებოჭილობა იხსნება მოძრაობის პროცესში. ხერხემლის დაზიანებას ხშირად თან ახლავს ქვედა კიდურების ასიმეტრიული მტკივნეული ართრიტი. ავადმოყოფობისთვის დამახასიათებელია არასახსროვანი (ექსტრაარტიკულური) გამოვლინებები უვეიტი ურეთრიტი ენთეზიტი (მყესების ძვლათან მიმაგრების ადგილის ანთება). პათოლოგიის პროგრესირების კვალად მზარდი ინტენსივობით ზიანდება ხერხემალი და ვითარდება აქსიალური ჩონჩხის ანკილოზი კიფოზით.
ილიოსაკრალური სახსარი ხერხემლის სახსრები მუხლები
მწველი ინტენსიური გადაცემული
ღამით ადრე დილის საათებში მოსვენების მდგომარეობაში (განსაკუთრებით საღამოთი)
მაანკილოზებელი სპონდილიტი საეჭვოა ახალგაზრდა მამაკაცებში, რომლებიც უჩივიან ღამის წელის ტკივილს და დილის შებოჭილობას. სადიაგნოზო ღირებულებისაა, ასევე, ტკივილის გაქრობა ან შემსუბუქება მოძრაობის დროს და ავადმყოფობის ხერხემლის გარეტა (ექსტრავერტებრული) გამოვლინებები. მენელის დადებითი ნიშანი მიუთითებს საკროილეიტის არსებობაზე. დიაგნოზი დასტურდება რადიოლოგიური კვლევის შედეგების და HLA-B27 გენოტიპის მეშვეობით.
ღამის წელის ტკივილი დილის შებოჭილობით მენელის დადებითი ნიშანი HLA-B27 რადიოლოგიურად დადასტურებული საკროილეიტი მენელის ნიშანი
ცალი ხელით მუცელზე მწოლიარე პაციენტის გავის ძვლის ფიქსაცია, მეორეთი კი ფეხის აწევა. ტკივილის გაჩენა მიუთითებს გავა-თეძოს სახსრის დაზიანებაზე.
სიმპტომური მკურნალობისთვის გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, არაოპიოიდური და ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები. არასტეროიდების გამოყენება ერთგვარ თერაპიულ ტესტს წარმოადგენს – მათი ეფექტურობა ღამის ტკივილის შემთხვევაში მნიშვნელოვანი სადიაგნოზო კრიტერიუმია.
|
|
|