|
რევმატოიდული ართრიტი კახაბერ ჭელიძე
პოპულაციაში რემატოიდული ართირიტის გავრცელების მაჩვენებელი 0,5-1%-ს შეადგენს. ავადმყოფობის ძირითადი სამიზნე ჯგუფი 30-45 წლის ქალბატონებია. მხედველობაში მისაღებია გარკვეული ოჯახური წინასწარგანწყობა.
რევმატოიდული ართრიტის ეტიოლოგია არ არის დადგენილი. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ადამიანებს აღენიშნებათ მემკვიდრულად განპირობებული დეფექტური იმუნური რეაგირების უნარი. იმუნური რეაქციის ამოქმედება გარემო ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ხდება. შედეგად ვითარდება სახსრების სინოვიური გარსების ქრონიკული ანთება ხრტილის, სუბქონდრული ძვლებისა და იოგების დესტრუქციით.
რევმატოიდულ ართრიტს, ჩვეულებრივ, უეცარი დასაწყისი ახასიათებს. დაავადების საწყის სტადიაში ჩნდება წვრილ სახსრებში (მტევანი) დილის მტკივნეული შებოჭილობა (ტკივილი თან ახლავს მოძრაობას ან ჩნდება პალპაციის დროს). დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ვითარდება მსხვილი, მაღალფუნქციური სახსრების დაზიანება. ტიპური სიმპტომია სახსრების სიმეტრიული, მტკივნეული შესივება, ხოლო შორსწასულ შემთხვევებში – დეფორმაცია.
დასაწყისში მტევნების წვრილ სახსრებში ცენტრიდანული გავრცელება პროგრესირების შემთხვევაში – მსხვილ სახსრებში ცენტრისკენული გავრცელება
ყრუ მწველი ასოცირებულია დილის შებოჭილობასთან
განსაკუთრებით ღამით და დილით მოსვენების მდგომარეობაში
პაციენტის მობილობის გაუმჯობესების მიზნით მოწოდებულია მრავალმხრივი (მულტიმოდალური) მიდგომა ფიზიოთერაპიული მეთოდების, ფარმაკოთერაპიისა და სხვა თერაპიული საშუალებების გამოყენებით. სიმპტომური მკურნალობა მოიცავს არაოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებს, განსაკუთრებით არასტეროიდებს და სტეროიდებს. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში მოწოდებულია კომბინაცია ოპიოიდებთან ან ტაპენტადოლთან. პათოგენურ პროცესზე ზემოქმედების მიზნით გამოიყენება ავადმყოფობის მიმდინარეობის შემცვლელი (მამოდიფიცირებელი) ანტირევმატიული საშუალებები (Disease Modifying Anti Rheumatic Drugs – DMARDs), იმუნოსუპრესანტები და ანტიციტოკინები.
რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში არ გამოიყენება ონკოლოგიური პაციენტებისთვის მოწოდებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „ტკივილგამაყუჩებლების კიბე“. ანთებითი ტკივილის შემთხვევაში არასტროიდების და სტეროიდების ეფექტურობა აღემატება მორფინის ეფექტს. კორტიკოსტეროიდები ნაჩვენებია როგორც პარენტერულად (ინტრავენურად, სახსარშიდა), ასევე შიგნით მისაღები გზითაც. არ არის რეკომენდებული მათი სისტემატური გამოყენება ტკივილის გაკონტროლების მიზნით. სტეროიდები ნაჩვენებია დაავადების გამწვავებისას მამოდიფიცირებელი თერაპიის ეფექტის დადგომამდე. მწვავე და ძლიერი ინტენსივობის ტკივილის დროს მოწოდებულია ოპიოიდებისა და არასტეროიდების კომბინაცია.
ბოლო პერიოდში შეიცვალა მიდგომა ავადმყოფობის მიმდინარეობის შემცვლელი ანტირევმატიული საშუალებებით მკურნალობის (DMARD თერაპია)გამოყენების თაობაზე. ამჟამად რეკომენდებულია მათი ადრეული დანიშვნა აგრესიული მანერით, რათა შეჩერდეს სახსრების დაზიანება. ბოლო რეკომენდაციები იძლევა ოპტიმალური თერაპიული რეჟიმის შერჩევის საშუალებას დაავადების სტადიის, პაციენტის ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. DMARD-ის ეფექტი დგება თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. საუკეთესო ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური მართვის რეიმის შერჩევისთვის მოწოდებულია ავადმყოფობის აქტივობის შეფასების DAS-28 (Disease Activity Score) ინსტრუმენტი. დაავადების მაღალ აქტივობაზე მიუთითებს DAS-28>5.1, ხოლო რემისიაზე - DAS-28 <2.6. წყარო: Wells G, Becker JC, Teng J, et al. Validation of the 28-joint Disease Activity Score (DAS28) and European League Against Rheumatism response criteria based on C-reactive protein against disease progression in patients with rheumatoid arthritis, and comparison with the DAS28 based on erythrocyte sedimentation rate. Ann Rheum Dis 2009;68:954–60.
გლუკოკორტიკოსტეროიდების სახსარშიდა ინიექციები ნაჩვენებია მხოლოდ სისტემური თერაპიით ცუდად გაკონტროლებული ან რეკურენტული ართრიტების დროს. |
|
|