ოსტეოართრიტი

      კახაბერ ჭელიძე

ეპიდემიოლოგია

ოსტეოართრიტი სახსროვანი დაზიანების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ქალებში. ოსტეოართრიტის ზოგიერთი ლოკალიზაციისთვის დამახასიათებელია გენეტიკური წინასწარგანწყობა. ძირითადად ავადობენ ხანდაზმული პირები. დაავადების დომინანტური სიმპტომი ტკივილია, თუმცა მისი ინტენსივობა არ კორელირებს სახსრის დესტრუქციის ხარისხთან.

ეტიოლოგია

პირველადი ართრიტები მრავალეტიოლოგიური პათოლოგიებია, ხოლო მეორადი ართრიტები კი ვითარდება ტრავმული, ინფექციური დაზიანების, ნევროლოგიური დაავადებების ან კრისტალების ჩალაგების შედეგად.

ართრიტი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც დეგენერაციული დაავადება. ეს გახლავთ ხრტილის ლოკალური ანთება ზოგიერთი ციტოკინის (მაგ., IL-1) მონაწილეობით, რასაც მოჰყვება სასახსრე ხრტილისა და სუბქონდრული ძვლის დესტრუქცია.


ართრიტი ასოცირებულია ასაკის მატებასთან. იგი შეიძლება შევადაროთ ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც თავის ტვინის არა დეგენერაციული, არამედ თავის ტვინის ასაკთან ასოცირებული სპეციფიკური დაავადებაა.

ხრტილის პათოლოგია

სასახსრე ხრტილში ანაბოლური და კატაბოლური პროცესების დისბალანსი განაპირობებს ხრტილის მზარდ დესტრუქციას, რასაც თან ახლავს სახსრის კომპონენტების პლასტიკური დაზიანება და სასახსრე ჩანთის რეაქტიული ცვლილებები.

სიმპტომები

ავადმყოფობისთვის დამახასიათბელია ტკივილი ხანგრძლივი მოსვენების შემდგომ მოძრაობის დაწყებისას და სახსრის გაჭიმვისას. ხშირად ადგილი აქვს მკვეთრ შეუსაბამობას ტკივილის ინტენსივობასა და კლინიკურ სურათს შორის. ოსტეოართრიტის გამწვავების შემთხვევაში დაზიანებულ სახსარში აღინიშნება მწვავე ანთების ნიშნები და გამონადენი.

ტკივილის ხშირი მდებარეობა

მუხლები

მენჯ-ბარძაყის სახსარები

ფალანგების შუა ან დისტალური სახსრები

ცერის უნაგირისებრი სახსარი და სხვ.

ტკივილის ხასიათი

მჩხვლეტავი

დუნე

დამაუძლურებელი

ტკივილის აღმოცენება

უფრო მეტად ღამით

ე.წ. „გახურების“ პერიოდში

დაძაბვის შემთხვევაში

დიაგნოზი

სახსრების პასიური მოძრაობის დროს

ტკივილის სუსტი ინტენსივობა

კრეპიტაცია

სახსრების შესივება

სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა

სახსრების დეფორმაცია

ნორმალური ლაბორატორიული მონაცემები

მკურნალობა

ართრიტის ადექვატური მკურნალობა მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას:


ფიზიკური თერაპია

ფიზიოთერაპია

რეაბილიტაცია

თერმოთერაპია

კრიოთერაპია

მასაჟი

ელექტროთერაპია (TENS და სხვ.)

ორთოპედიული ტექნიკური საშუალებები

ფარმაკოთერაპია

სიმპტომური ფარმაკოთერაპია

სიმპტომური ნელამოქმედი საშუალებები (SYSADOA):

გლუკოზამინი

ქონდროიტინი

დიაკერეინი და სხვ.

ჰიალურონის მჟავას ინექციები

სხვა სამკურნალო პროცედურები

სახსარშიდა ინიექციები

სახსრის ლავაჟი

ქირურგია


ფიზიკური თერაპია

აქტიური ოსტეოართრიტის დროს ტკივილის შემთხვევაში ეფექტურია სიცივე. ჭარბწონიან პაციენტებში წონის რედუქცია საგრძნობლად ამცირებს გონართრიტის მოვლენებს.

ფარმაკოთერაპია

მოწოდებულია სიმპტომური ანალგეზიური მკურნალობა არაოპიოიდური, ოპიოიდური საშუალებებით ან ტაპენტადოლით. ტკივილსა და სახსრის ფუნქციურ მდგომარეობაზე თვალსაჩინო ეფექტით გამოირჩევა ოსტეოართრიტის სიმპტომური, ნელა მოქმედი მედიკამენტები (SYSADOA), რომელთა მოქმედების ზუსტი მექანიზმი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

  Copyright 2012