ტკივილის შეფასების საშუალებები ბავშვებში

       ნანა ტატიშვილი, ნატალია მუჩაიძე

ტკივილი სუბიექტურ შეგრძნებებზე დამყარებული ფენომენია. ბავშთა ტკივილის შეფასების მეთოდები ეყრდნობა:

ფიზიოლოგიურ (სასიცოცხლო) ფუნქციებს

გულისცემა

ცდომილი ნერვის ტონუსი

სუნთქვის სიხშირე

ჟანგბადის სატურაცია

ხასიათობრივ ცვლილებებს

მიმიკა

ტირილი

სხეულის მოძრაობები

კომპლექსური შეფასების საშუალებებს

ახალშობილის ტკივილის სკალა

Neonatal Infant Pain Scale (NIPS)

დღენაკლული ჩვილის ტკივილის პროფილი

Premature Infant Pain Profile (PIPP).


ტკივილის შეფასების მეთოდის არჩევის დროს გასათვალისწინებელია ბავშვის:

ასაკი

შემეცნების შესაძლებლობები

კომუნიკაციის უნარი.


ტკივილის შეგრძნება რეფლექსურია და დამოკიდებულია პაციენტის ფიზიოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ტკივილის დროს შესაძლებელია ადმიანის ქცევის გარკვეული მოდელის შექმნა, რომელის ამოსავალი წერტილი მისი ოჯახური და კულტურული თავისებურებანია.


ენობრივი ბარიერი და კულტურული თავისებურებები ქმნიან სირთულეებს ტკივილის შეფასებისას, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს მკვლევრის მიერ. ყველა კვლევის წინ უნდა შეფასდეს თითოეული გამოყენებული მეთოდის ვალიდურობა.


განვითარებადი ფარმაკოლოგია

ტკივილგამაყუჩებლების ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოლოგია პედიატრიულ პოპულაციაში დამოკიდებულია ასაკზე.

ახალშობილებში წამლების კლირენსი დაქვეითებულია, მაგრამ 2-6 წლიდან ის იზრდება და სხეულის წონაზეა დამოკიდებული.

მოზარდებში კლირენსის აჩქარებას განპირობებს ციტოქრომ P-450 მეტაბოლიზმის გაძლიერება და სხეულის მასასთან შედარებით ღვიძლის მასის უპირატესი ზრდა

სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს მოზარდებში წამლის ჯერადობის გაზრდას.


  Copyright 2012