ფიბრომიალგია

     გიორგი გეგელაშვილი

ზოგადი მონაცემები  
განსაზღვრება  

გაჭიანურებული და გავრცობილი ტკივილის სინდრომი, რომელსაც თან სდევს: კუნთების დაჭიმულობა, დაღლილობა, წყვეტილი ძილი/გამოუძინებლობა, შემეცნებითი სფეროს შეფერხებები (კოგნიტიური დარღვევები). ხშირია: შფოთვა და/ან დეპრესია, ყოფითი აქტივობის შეზღუდვა. გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებში. უფრო მეტად გავრცელებულია ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალებში.


ისტორია  

ფიბრომიალგია პირველად მე-17 საუკუნეში აღწერეს. 1987 წელს ამერიკის ექიმთა ასოციაციამ აღიარა დამოუკდებელ ავადმყოფობად. 1990 წელს ამერიკის რევმატოლოგთა კოლეჯმა [American College of Rheumatology - ACR] შეიმუშავა მისი სადიაგნოზო კრიტერიუმები.


ეტიმოლოგია  

ლათინურად: ფიბრო – ფიბროზული ქსოვილი; ბერძნულად: მიო – კუნთი, ალგოს – ტკივილი. ადრე ეწოდებოდა ”ფიბროზიტი”. ტერმინი შემოღებულია 1976 წლიდან.


ეპიდემიოლოგია  
გავრცელება [1]  

♀= 3-5%

♂= 0,5 - 1,6%

♀ : ♂ ≈ 9 : 1

მოსახლეობის 1-2%-შია გავრცელებული (♀ : ♂ = 8 : 1). ბავშვებშიც გვხვდება. [2]


ავადობის პიკი: 20-50 წწ


სუიციდის რისკი: 10-ჯერ მაღალია ზოგად პოპულაციასთან შედარებით, როდესაც ანამნეზი16 წელზე მეტია [დანია, 2010]. [3]


ეკონომიკური ტვირთი  

ყოველწლიური ეკონომიკური ტვირთი 1 პაციენტზე – $10,199 (აშშ, 2005). [4]

მთლიანი ეკონომიკური ტვირთი – $9 მილიარდი (აშშ, 2008). [5]


სამედიცინო პრაქტიკის სტატისტიკა  

რეგიონული ტკივილი – 20%

გავრცელებული ტკივილი – 11%

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი – 20%

ფიბრომიალგია – 8-15%

პირველადი ჯანდაცვის პრაქტიკაში – 8%

რევმატოლოგის და ფსიქიატრის პარაქტიკაში – 15%

სამედიცინო სერვისების გაორმაგებული უტილიზაცია

2-ჯერ მეტი ხარჯი მედიკამენტებზე [6]

 

ლიტერატურა  

[1] Wolfe F, Smythe HA, Yunus MB, et al. The American College of Rheumatology 1990 Criteria for the Classification of Fibromyalgia. Report of the Multicenter Criteria Committee. Arthritis Rheum. Feb 1990;33(2):160-72.

[2] Spaeth M. Epidemiology, costs, and the economic burden of fibromyalgia. Arthritis Res Ther, 2009;11:117.

[3] Dreyer L, Kendall S, Danneskiold-Samsoe B, Bartels EM, Bliddal H. Mortality in a cohort of Danish patients with fibromyalgia: increased frequency of suicide. Arthritis Rheum. Oct 2010;62(10):3101-8.

[4] White LA, Birnbaum HG, Kaltenboeck A, et al. Employees with fibromyalgia: medical comorbidity, healthcare costs, and work loss. J Occup Environ Med. Jan 2008;50(1):13-24.

[5] Arnold LM, Crofford LJ, Mease PJ, et al. Patient perspectives on the impact of fibromyalgia. Patient Educ Couns. Oct 2008;73(1):114-20.

[6] "High health care utilization and costs in patients with fibromyalgia". Drug Benefit Trends 22 (4): 111. 2010

  Copyright 2012