ნეიროპათიული ტკივილი

      გიორგი გეგელაშვილი

ნეიროპათიული ტკივილის ზოგადი მიმოხილვა

ნეიროპათიული ტკივილი ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში და მოსახლეობის 7-8%-ს აღენიშნება [Bouhassira D, 2008].[1] იგი გვხვდება სომატოსენსორული სისტემის დაზიანებით მიმდინარე სხვადასხვა მდგომარეობის და ავადმყოფობის დროს [Treede RD, 2008]. [2]


აღნიშნული მდგომარეობების დროს ყალიბდება სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ტკივილის აღმოცენება და ცენტრალური ნერვული სისტემის ფიზიოლოგიური აღმავალი იმპულსების (აფერენტული) საპასუხო რეაქციების მოშლა [Jensen TS, 2009]. [3]


ნეიროპათიულ ტკივილის გამომწვევი მიზეზები ნაირგვარია:

შაქრიანი დიაბეტი

სარტყლისებრი სირსველი (ვულგალური ჰერპესი)

პარანეიროპლაზია

ტრავმა

აივ-ინფექცია

ქიმიოთერაპია

ქირურგიული ჩარევა

კისრის და გავა-წელის რადიკულოპათია

მხრის წნულის დაზიანება და სხვ.


ზ.ა. ავადმყოფობები და სინდრომები იწვევენ პერიფერიულ მტკივნეულ ნეიროპათიას მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობის დროს დაზიანების გავრცელება სისტემურია.


ცენტრალურ ნეიროპათიულ ტკივილს იწვევს თავის და ზურგის ტვინის ავადმყოფობები

ინსულტი

გაფანტული სკლეროზი

სირინგომიელია

თავის და ზურგის ტვინის სხვა არატრავმული დაზიანება

თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება

პაციენტები ტკივილს ხატოვნად აღწერენ როგორც

“მტანჯველ”

“გამომფიტავ”

“დამქანცველ” და

“დამაუძლურებელ” შეგრძნებას.

აღნიშნული შეგრძნებები ხშირად იმდენად შემაწუხებელია, რომ ასახვას პოვებს ავადმყოფების როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ, სოციალურ სფეროებზე და ამცირებს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს. ტკივილმა მეორადად შეიძლება გამოიწვიოს:

ძილის დარღვევა

ანორექსია

წონაში კლება

ქრონიკული დაღლილობა

შფოთვა 

დეპრესია.

ნეიროპათიული ტკივილის მართვა საჭირბოროტოა - შეუძლებელია მკურნალობის წარმატების წინასწარმეტყველება.[4] ხშირად ხელმისაწვდომი პრეპარატების არასრულფასოვანი კლინიკური ეფექტურობა დამატებით ტვირთად აწევს ნეიროპათიული ტკივილით შეპყრობილ ადამიანებს.

ნეიროპათიული ტკივილის დახასიათება [Jensen TS, 2009] [5]

ტკივილი ნეიროანატომიურ უბნებში მგრძნობელობის ნაწილობრივი ან სრული დარღვევით

სტიმულზე დამოუკიდებელი ტკივილი

სტიმულზე დამოკიდებული ტკივილი

სტიმულით განპირობებული, გამღიზიანებლით გამოწვეული ტკივილი. მაგ.: 

ალოდინია, 

ჰიპერალგეზია  

მოძრაობით გამოწვეული ტკივილი

ნარჩენი ტკივილი

გაღიზიანების შემდგომი შეგრძნება, როდესაც ტკივილი გაცილებით ხანგრძლივია, ვიდრე თავად სტიმული

კვალის რეაქცია

შეგრძნების შემდგომი ტკივილი

ზედდებული ტკივილი

სტიმულების განმეორებისას ხდება მათი არანორმალური ზედდება, რაც ხელს უწყობს ტკივილის ინტენსივობის ზრდას.

 

ნეიროპათიული ტკივილის კომპონენტები  

 

წყარო: Haanpää M, Treede F-D. Diagnosis and classification of neuropathic pain. IASP Clinical Updates, 2010, 18:1–6.

ნეიროპათიის გავრცელებული სიმპტომები  

სიმპტომი

განმარტება

პარესთეზია

არანორმალური მგრძნობელობა  (თავისთავადი ან გამოწვეული).

დიზესთეზია

უსიამოვნო შეგრძნება (თავისთავადი ან გამოწვეული).

ჰიპოესთეზია

შეხების ან/და ტემპერატურული გამღიზიანებლის შეგრძნების შემცირება.

ჰიპერესთეზია

შეხების ან/და ტემპერატურული გამღიზიანებლის შეგრძნების მომატება.

ჰიპოალგეზია

ტკივილის შეგრძნების შემცირება ჩვეულებრივი ტკივილის გამომწვევი სტიმულის საპასუხოდ.

ჰიპერალგეზია

ტკივილის შეგრძნების მომატება ჩვეულებრივი ტკივილის გამომწვევი სტიმულის საპასუხოდ.

ალოდინია

ტკივილის აღმოცენება ჩვეულებრივად ტკივილის არაგამომწვევი სტიმულის საპასუხოდ.

წყარო: Merskey H, Bogduk N, editors. Task force on taxonomy of the International Association for the Study of Pain: classifi cation of chronic pain. Description of pain syndromes and defi nitions of pain terms. Seattle: IASP Press; 1994. p. 210–3.

მგრძნობელობის დარღვევის სახეები ნეიროპათიის დროს  

ხარისხობრივი

თვისობრივი

სივრცითი

გარდამავალი

ჰიპოესთეზია

ალოდინია

ძნელად მოინიშნება

არანორმალური ლატენცია

ჰიპერესთეზია

პარესთეზია

არანორმალური ირადიაცია

ნარჩენი შეგრძნება

ჰიპოალგეზია

დიზესთეზია

 


ზედდება

ჰიპერალგეზია

 


 


 


წყარო: Hansson P. Nociceptiv och neurogen smärta. Uppkomstmekanismer och behandlingsstrategier. Pharmacia & Upjohn Sverige AB;1998:63.

ეპიდემიოლოგია  

ნეიროპათიული ტკივილი ფართოდ გავრცელებული ავადმყოფური მდგომარეობაა.[6] თუმცა, მისი ავადობა (ინციდენტობა) ფართოდ შესწავლილი არ არის და საფიქრებელია, რომ ნეიროპათიული ტკივილის უმრავლესობა უდიაგნოზოდ რჩება.

ნეიროპათიული ტკივილის ქსელის [The Neuropathic Pain Network] მონაცემებით, ნეიროპათიული ტკივილის გავრცელება (პრევალენტობა) ქვეყნების მიხედვით ასეთია:

გერმანია - 6.0%

საფრანგეთი - 6.4%

დიდი ბრიტანეთი - 7.5%

ესპანეთი - 7.7%.6

პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილით ავადობა ევროპაში [Dieleman JP] [7]  

შენიშვნა: აღნიშნული მონაცემები არ ასახავს აივ-ნეიროპათიის შემთხვევებს; სავარაუდოდ, იმის გამო, რომ აივ ინფექციის დიაგნოზზე და მკურნალობაზე პასუხისმგებელნი არიან არა ზოგადი პროფილის, არამედ სპეციალურად ამ ავადმყოფობაზე ორიენტირებული პროფესიონალები.

სურათი გვიჩვენებს ნეიროპათიული ტკივილის გავრცელებას ნიდერლანდების პირველადი ჯანდაცვის ერთი მონაცემთა ბაზის მაგალითზე. პოპულაციური კვლევაში ჩართული იყო 362 693 პაციენტი; პაციენტზე დაკვირვების პერიოდი - საშუალოდ 3 წელი.


ნიდერლანურ კვლევაში, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სფეროს მოიცავს, კიდურების მონონეიროპათია ყველაზე ხშირია. მაჯის გვირაბის სინდრომი - Carpal tunnel syndrome პერიფერიული ნეიროპათიის მეორე გამომწვევი მიზეზია. მსგავსი შედეგია აღნუსხული სხვა კვლევების დროსაც, რის საფუძველზეც შეიძლება დავასკვნათ, რომ პერიფერიული ნეიროპათიის სინდრომი გარკვეულწილად ყოველი 10-დან შეიძლება ერთ ადამიანს შეეეხოს და ნებისმიერ მოცემულ მომენტში დაავადებული უნდა იყოს 50-დან ერთი. [8]


მიუხედავად იმისა, რომ ნეიროპათიის ძირითად გამომწვევ მიზეზად შაქრიანი დიაბეტია მიჩნეული, ტკივილის სინდრომის რეგისტრირების საერთო რაოდენობა ამ ტიპის პაციენტებში არცთუ ბევრია. აღნიშნულის მიზეზად მხოლოდ ის შეიძლება მოიაზრებოდეს, რომ ეს პაციენტები სამედიცინო დაწესებულებას მხოლოდ მას შემდეგ მიმართავენ, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდება. [9]


ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული ნეიროპათია ნიდერლანდების მონაცემთა ბაზაში პერიფერიული ნეიროპათიის გამომწვევ მიზეზთა შორის მესამე ადგილი უკავია.

მტკივნეული ნეიროპათიების ეკონომიკური ტვირთი  

ნეიროპათიული ტკივილის სხვა, არანაკლები მნიშვნელობის, მხარე არის ეკონომიკური ზემოქმედება. კვლევებით გამოვლინდა, რომ ნეიროპათიული ტკივილით დაავადებულ ავადმყოფებს სამედიცინო დანახარჯები სამჯერ მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც მტკივნეული ნეიროპათია არ აღენიშნებათ [Gilron I, 2006].[11]

ნეიროპათიული ტკივილის კლინიკური ნიშნები  

პაციენტები ნეიროპათიურ ტკივილს ამგვარად ახასიათებენ: “გამკრავი”, “მჩხვლეტავი”, “შეტევითი”, “მწველი”, ”მტანჯველი”, ”დამაუძლურებელი”, ”დამქანცველი”, ”გამომფიტავი” შეგრძნება.

ნეიროპათიული ტკივილი მოიცავს

ხელებს

ფეხებს

ტანს

სხეულის სხვა ნაწილებს.

ნეიროპათიული ტკივილი ზეგავლენას ახდენს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე

პიროვნებას უზღუდავს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ აქტივობას

ავადმყოფები ერიდებიან საზოგადოებასთან კონტაქტს

არჩევენ ჩაკეტილი ცხოვრების წესს.

ნეიროპათიული ტკივილით დაავადებულ ადამიანებს აღენიშნებათ დეპრესია

დეპრესია აქვეითებს ტკივილის ზღურბლს

დეპრესია ზრდის ნეიროპათიული ტკივილით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტვირთს.

ცხოვრების ხარისხზე ზემოქმედების მაჩვენებელი ტკივილის სიმძიმის პროპორციულად მატულობს. [10]

სენსორული ფუნქციების შეფასების მეთოდები  

ბოჭკოს სახეობა

შეგრძნება

კლინიკური ტესტი

შეხება

თითები, ბამბის ქულა, ფუნჯი

ვიბრაცია

კამერტონი (64 ან 128 Hz)

მწვავე ტკივილი, ჩხვლეტა

ხის ჩხირი (კოქტეილის ჩხირი)

სიცივე

ცივი საგანი (20°C)

C

სითბო

თბილი საგანი (40°C)

წყარო: Haanpää M, Treede F-D. Diagnosis and classification of neuropathic pain. IASP Clinical Updates, 2010, 18:1–6.

ქრონიკული ტკივილის თანმხლები ავადმყოფობები [12]  

დეპრესია - 19%-ში

ქრონიკული ტკივილის ყველა შემთხვევებიდან

შფოთვითი აშლილობა - 1.7-7.4%

ქრონიკული ტკივილის ყველა შემთხვევებიდან

ალკოჰოლიზმი - 1.7%

ქრონიკული ტკივილის ყველა შემთხვევებიდან

გუნება-განწყობის დარღვევები 4.5-9.4%-ში

კისრის და წელის ტკივილის დროს.

ნეიროპათიული ტკივილის კლასიფიკაცია  

ლოკალიზაცია

პერიფერიული

ნერვი, წნული, დორსალური ფესვის განგლია, ფესვი

ცენტრალური

ზურგის ტვინი, თავის ტვინი, თალამუსი, ქერქი

ეტიოლოგია

ტრავმა

იშემია ან ჰემორაგია

ანთება

ნეიროტოქსინი

ნეიროდეგენერაცია

მეტაბოლიზმი

ვიტამინის დეფიციტი

ავთვისებიანი სიმსივნე

სიმპტომები

ტკივილის ხასიათი

მგრძნობელობის შემცირება

მგრძნობელობის ზრდა

მექანიზმები

ექტოპიური გადატვირთვა

ინჰიბიციის შესუსტება

პერიფერიული სენსიტიზაცია

ცენტრალური სენსიტიზაცია

წყარო: Haanpää M, Treede F-D. Diagnosis and classification of neuropathic pain. IASP Clinical Updates, 2010, 18:1–6.

ლიტერატურა  

[1] Bouhassira D, Lanteri-Minet M, Attal N, Laurent B, Touboul C. Prevalence of chronic pain with neuropathic characteristics in the general population. Pain 2008; 136:380–387. Torrance N, Smith BH, Bennett MI, Lee AJ. The epidemiology of chronic pain of predominantly neuropathic origin. Results from a general population survey. J Pain 2006; 7: 281–289.
[2] Treede RD, et al. Neuropathic pain: Redefinition and a grading system for clinical and research purposes. Neurology 2008;70(18):1630–1635.
[3] Jensen TS, et al. Pharmacology and treatment of neuropathic pains. Curr Opin Neurol 2009;22(5):467–474.
[4] Dworkin RH, O'Connor AB, Backonja M, et al. Pharmacologic management of neuropathic pain: evidence based recommendations. Pain 2007; 132: 237–251. (class I SR).
[5] Jensen TS, et al. Pharmacology and treatment of neuropathic pains. Curr Opin Neurol 2009;22(5):467–474.
[6] Gilron I, et al. Neuropathic pain: a practical guide for the clinician. CMAJ 2006;175(3):265–275.
[7] Dieleman JP, et al. Incidence rates and treatment of neuropathic pain conditions in the general population. Pain 2008;137(3):681–688.
[8] Management of carpal tunnel syndrome. Drug Ther Bull 2009;47(8):86–89. http://dtb.bmj.com/content/47/8/86.full.pdf+html
[9] Duby JJ, et al. Diabetic neuropathy: An intensive review. Am J Health Syst Pharm 2004;61(2):160–173.
[10] Schmader KE. Epidemiology and impact on quality of life of postherpetic neuralgia and painful diabetic neuropathy. Clin J Pain 2002;18(6):350–354.
[11] Gilron I, et al. Neuropathic pain: a practical guide for the clinician. CMAJ 2006;175(3):265–275.
[12] მათ შორის, მტკივნეული ნეიროპათიების.

  Copyright 2012