|
წელის ტკივილი გიორგი გეგელაშვილი ტკივილი წელის არეში (წელკავი, ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი) მრავალმა ავადმყოფობამ ან ავადმყოფურმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს. წელის ტკივილი: ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ძვალ-კუნთოვანი ავადმყოფობაა შეიძლება მოსახლეობის 80%-ს შეეხოს დროებითი შრომისუუნარობის ყველაზე ხშირი მიზეზია თავის ტკივილის შემდეგ ყველაზე ხშირი ნევროლოგიური დარღვევაა ხასიათდება თვითგანკურნების მაღალი სიხშირით ჩვეულებრივად არ საჭიროებს ძვირადღირებულ გამოკვლევებს ჩვეულებრივად არ საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას. მწვავე წელკავის ქრონიკულად გარდასახვის ძირითადი რისკებია ფსიქოსოციალური ფაქტორები პროფესიული ფაქტორები. ქრონიკული წელის ტკივილის პრევენციის ყველაზე ეფექტური ღონისძიებებია: ფსიქოლოგიური მხარდაჭერა წელის დატვირთვის ჰიგიენა აქტიური ყოფა რეგულარული ვარჯიში ცხოვრების ჯანსაღი წესი.
წელკავი ლუმბაგო: მწვავე შეტევითი ტკივილი წელის არეში ლათ., lumbus - წელი M54.0 დორსალგია (ზურგის ტკივილი) Dorsalgia არ იგულისხმება: ფსიქოგენური დორსალგია (F45.4) M54.1 რადიკულოპათია Radiculopathy აღწერა: სპონდილოზი (M47.2) არ იგულისხმება: ნევრალგია და ნევრიტი, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული (M79.2) M54.3 იშიასი Sciatica აღწერა: ლუმბაგოსთან ერთად (M54.4) არ იგულისხმება: საჯდომი ნერვის დაზიანება (G57.0) M54.4 წელკავი იშიასთან ერთად Lumbago with sciatica არ იგულისხმება: რომელიც გამოწვეულია მალთაშუა დისკების დაზიანებით (M51.1) M54.5 ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი Low back pain წელის ტკივილი აღწერა: იშიასთან ერთად (M54.4) არ იგულისხმება: ლუმბაგო M54.8 სხვა დორსალგია Other dorsalgia M54.9 დორსალგია, დაუზუსტებელი Dorsalgia, unspecified აღწერა: ზურგის ტკივილი, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული.
დიდი ბრიტანეთი [3] წელის ტკივილის გავრცელება სიცოცხლის განმავლობაში მერყეობს 50-დან 80%-მდე წელის ტკივილის მიზეზი ადამიანის ფიზიკური აქტივობის დაქვეითება და მჯდომარე ცხოვრება უნდა იყოს წელის ტკივილი "N1 დამნაშავეა" ადამიანის სამუშაოდან მოცდენაში წელის ტკივილი პროფესიული დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზია. ავსტრალია [4] 5-დან 4 ავსტრალიელი უჩივის წელის ტკივილს სიცოცხლეში თუნდაც ერთხელ მხოლოდ 5%-ში შეიძლება მიიღოს ქრონიკული (>12 კვირა) მიმდინარეობა მწვავე წელის ტკივილის განმეორების რისკი პირველ 12 თვეში მერყეობს 66-დან 84%-მდე მწვავე წელის ტკივილის კარგი მართვით განმეორების რისკი 25%-მდეა.
მწვავე წელის ტკივილი ტკივილი გრძელდება 4-6 კვირა ტკივილი არ ვრცელდება მუხლებს ქვემოთ ქვემწვავე წელის ტკივილი ტკივილი გრძელდება 4-12 კვირა ტკივილი არ ვრცელდება მუხლებს ქვემოთ ქრონიკული წელის ტკივილი ტკივილი გრძელდება 12 კვირაზე მეტხანს ტკივილი არ ვრცელდება მუხლებს ქვემოთ.
[1]
"Lower Back Pain Fact Sheet. nih.gov"
|
|
|