კითხვები და პასუხები

პასუხები მოამზადა ნევროლოგმა გიორგი გეგელაშვილმა

მაქვს თავის სხვადასხვანაირი ტკივილები. განსაკუთრებით ზამთარში მტკივა ძალიან ხშირად და ციკლის დროს. მტკივა კისრის მხარეში და წნევაც მიწევს. მაქვს ისეთი ტკივილები რომ აზროვნებაც და ძალაც მეკარგება ხანდახან. თუ შეიძლება გვიპასუხოთ რისი ბრალი იქნება.

  ფ.ბ.

„მაქვს თავის სხვადასხვანაირი ტკივილები“.

სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილების ერთობლიობა საკმაოდ ხშირია სამედიცინო პრაქტიკაში. ყველაზე ხშირია დაძაბული ტიპის თავის ტკივილი და შაკიკი (ორივე ერთდროულად). ზოგადი პრაქტიკის ექიმები ასეთ დიაგნოზს სვამენ 12%-ში, ხოლო ნევროლოგები – 17%-ში.

საკითხები თავის ტკივილის ეპიდემიოლოგიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე

ტკივილი >> ეპიდემიოლოგია >> თავის ტკივილის ეპიდემიოლოგია

http://www.pain.org.ge/pain/epidemiology/painin.php

„„მაქვს თავის ტკივილები ... ციკლის დროს“.

ბევრი ქალბატონი ამჩნევს, რომ თავის ტკივილი და მენზესური ციკლი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მენზესის პერიოდში თავის ტკივილი ჩვეულებრივ უფრო ხშირი და მძაფრია. ამავდროულად,შეიძლება აღინიშნოს გუნება-განწყობილების ცვლილება, წყლის შეკავება ორგანიზმში და წინამენზესური სინდრომისთვის დამახასიათებელისხვა სიმპტომები, რაც მენზესის დაწყებასთან ერთად თანდათანობით მცირდება და ქრება.

ქალის სასქესო ჰორმონების კავშირი თავის ტკივილითან - პაციენტებისთვის

სამახსოვრო თარგმნილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული მოძრაობის რესურსებიდან: „შევუმსუბუქოთ თავის ტკივილის ტვირთი მსოფლიოს“ – გლობალური კამპანია თავის ტკივილის წინააღმდეგ

შესაძლებელია ჩამოტვირთოთ

პაციენტებისთვის >> სამახსოვროები >> ჰორმონები და თავის ტკივილი

http://www.pain.org.ge/patients/memorables/hormones/

„...მტკივა კისრის მხარეში“

კისრის ტკივილი შეიძლება ახლდეს როგორც დაძაბული ტიპის თავის ტკივილს, ასევე შაკიკსაც. კისრის ტკივილი შეიძლება დამოუკიდებელადაც არსებობდეს, თუმცა თქვენს შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა.

„...წნევაც მიწევს“

ტკივილი თავად იწვევს წნევის მომატებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზ.ა. ტკივილები წნევის ბრალი იყოს.

„მაქვს ისეთი ტკივილები რომ აზროვნებაც და ძალაც მეკარგება ხანდახან“.

ყურადღების კონცენტრირების უნარის შემცირება და პათოლოგიური დაღლილობის სინდრომი ხშირად ახლავს სევდას, ფარულ დეპრესიას და ქრონიკულ, გაჭიანურებულ ტკივილს ანუ სხვადასხვა ფუნქციურ დარღვევებს. ფორმალურად ამის ორგანული საფუძველიც გამორისარიცხია, თუ ექიმმა ასეთ მიზეზზე ეჭვი მიიტანა.

ეგებ გადახედოთ საიტის მასალებს:

http://www.pain.org.ge/patients/healthyliving/others/

გამარჯობა, მაქვს შეკითხვა და გთხოვთ მიპასუხოთ: 10 წლის წინ მიიღო ტვინის შერყევა თავის დარტყმის შედეგად, ამის შემდეგ დაეწყო თავის ტკივილი (დაახლოებით კვირაში 3-4ჯერ), და თანდათან მიიღო ყოველდღიური ხასიათი. წოლით მდგომარეობაში აქვს შეგრძნება თითქოს თავით მიდის სიღრმეში სასთუმალის შემაღლებას არა აქვს მნიშვნელობა.თუ წამოჯდა შეგრძნება ეხსნება.რა დაავადებასთან გვაქვს საქმე მაინტერესებს თქვენი აზრი?. მადლობთ წინასწარ.

ნ.ზ.

„...ტვინის შერყევა თავის დარტყმის შედეგად“

ნამდვილად შერყევა იყო? გამოცდილება ეჭვის საფუძველს გვაძლევს. ჩვენთან ტვინის შერყევის დიაგნოზს ხშირად გადაჭარბებულად

„...ამის შემდეგ დაეწყო თავის ტკივილი“

ნებისმიერმა ფსიქოლოგიურმა თუ ფიზიკურმა ტრავმამ შეიძლება გამოააშკარაოს ფარულად მიმდინარე პირველადი თავის ტკივილი. აუცილებელი არ არის თქვენს მიერ აღწერილი ტკივილი აუცილებლად „ტრავმის შემდგომი“ ანუ ტრავმისმიერი იყოს.

ეგებ გადახედოთ საიტის მასალებს:

შაკიკის თვითდიაგნოზი - პაციენტებისთვის

პაციენტებისთვის >> თავის ტკივილი >> თვითდიაგნოზი

http://www.pain.org.ge/patients/headache/selfdiagnosis/

შაკიკის შეტევის ხელშემწყობი ფაქტორები - პაციენტებისთვის

პაციენტებისთვის >> თავის ტკივილის დღიური >> ხელშემწყობები

http://www.pain.org.ge/patients/performance/promotional.php

დაძაბული ტიპის თავის ტკივილის მოკლე აღწერილობა - პაციენტებისთვის

სამახსოვრო თარგმნილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული მოძრაობის რესურსებიდან: „შევუმსუბუქოთ თავის ტკივილის ტვირთი მსოფლიოს“ – გლობალური კამპანია თავის ტკივილის წინააღმდეგ

შესაძლებელია ჩამოტვირთოთ

პაციენტებისთვის >> სამახსოვროები >> დაძაბული ტიპის თავის ტკივილი

http://www.pain.org.ge/upload/pdf/tension.pdf

შაკიკის მოკლე აღწერილობა - პაციენტებისთვის

სამახსოვრო თარგმნილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული მოძრაობის რესურსებიდან: „შევუმსუბუქოთ თავის ტკივილის ტვირთი მსოფლიოს“ – გლობალური კამპანია თავის ტკივილის წინააღმდეგ

შესაძლებელია ჩამოტვირთოთ

პაციენტებისთვის >> სამახსოვროები >> შაკიკი

http://www.pain.org.ge/upload/pdf/migren.pdf

როცა ტკივილი შუბლიდან თვალებზე გაწვება, თან გაქვს ღებინების შეგრძნება ეს წნევის ბრალია თუ შაკიკის? თან როცა ტკივილგამაყუჩებლის ერთხელ დალევა არ გშველის. და რამდენიმე დღე გრძელდება ხან... პასუხისთვის მადლობა, წინასწარ.

მ.ბ.

„როცა ტკივილი შუბლიდან თვალებზე გაწვება, თან გაქვს ღებინების შეგრძნება ეს წნევის ბრალია თუ შაკიკის? ... და რამდენიმე დღე გრძელდება“

შაკიკის ბრალი უნდა იყოს.

ეგებ გადახედოთ საიტის მასალებს:

შაკიკის მოკლე აღწერილობა - პაციენტებისთვის

სამახსოვრო თარგმნილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული მოძრაობის რესურსებიდან: „შევუმსუბუქოთ თავის ტკივილის ტვირთი მსოფლიოს“ – გლობალური კამპანია თავის ტკივილის წინააღმდეგ

შესაძლებელია ჩამოტვირთოთ

პაციენტებისთვის >> სამახსოვროები >> შაკიკი

http://www.pain.org.ge/upload/pdf/migren.pdf

ბატონო გოგიტა შაკიკი მაქვს სამი წელი ვხმარობ ექსედრინ მიგრენს. თავიდან მშველიდა ეხლა არა ... თუ შეიძლება რამე კიდე სხვა პრეპარატის მიღება ყოველ ექვს თვეში ერთხელ გავდივარ მკურნალობის კურს.

თ.ფ.

როდესაც შაკიკის შეტევევის დროს ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლები კარგავენ ეფექტურობას, როგორც წესი მიმართავან ტრიპტანებს.

შაკიკის მოკლე აღწერილობა - პაციენტებისთვის

სამახსოვრო თარგმნილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული მოძრაობის რესურსებიდან: „შევუმსუბუქოთ თავის ტკივილის ტვირთი მსოფლიოს“ – გლობალური კამპანია თავის ტკივილის წინააღმდეგ

შესაძლებელია ჩამოტვირთოთ

პაციენტებისთვის >> სამახსოვროები >> შაკიკი

http://www.pain.org.ge/upload/pdf/migren.pdf

საინტეროსოა რა მედიკამენტებით მკურნალობთ ყოველ ექვს თვეში?

გამარჯობა! ამ ბოლო დროს თავის წვა მაქვს წერტილოვანი, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ოღონდ არაყოველდღე, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

თ.ი.

ასეთი თავის ტკივილი უფრო ხშირად ფუნქციური ანუ „ნევროზული“ აშლილობის შედეგია.

ბატონო გიორგი, ჩემს ახლობელს, რვა თვის ასაკში, ჩაუტარეს მაგნიტო რეზონანსული კვლევა თავის ტვინზე, დასკვნა: კორძიანი სხეულის ჰიპოგენეზია, მარჯვენა ჰიპოკამპის მალროტაცია.

რამდენად საშიშია ბავშვისთვის და საჭიროებს თუ არა მედიკამენტოზურ მკურნალობას? ბავშვი ეხლა წლის არის მყარად დგას ფეხზე, თამაშობს სათამაშოებით, ცნობს ახლობლებს, რეაგირებს სახელზე. ნევროპათოლოგმა დაუნიშნა "ენცეფაბოლი", მიზანშეწონილია თუ არა ამ მედიკამენტის მიღება?

წინასწარ გიხდით მადლობას.

ნ.ც.

თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები არ საჭიროებს აუცილებელ მედიკამენტურ მკურნალობას. გამონაკლისს წარმოადგენს სიმპტომური თერაპია. ეს უკანასკნელი გულისხმობს რაიმე სიმპტომზე ზემოქმედებას

მაგ., შფოთვის, აგზნების, ეპილეფსიის ან სხვა სიმპტომების კორექციას.

რაც შეეხება ენცეფაბოლს:

ენცეფაბოლი არ არის „სერიოზული“ პრეპარატი, რომელიც რაიმე დისკუსიას საჭიროებდეს. უფრო მეტიც, აშშ-ში 1990 წლიდან იგი რეგისტრირებულია მხოლოდ როგორც კვების დანამატი მეხსიერების ვითომდა გასაუმჯობესებლად. სერიოზული ინსტიტუტები მეცნიერული კვლევებით ვერ ადასტურებენ ენცეფაბოლის ფარმაკოლოგიურ ღირებულებებს.

გასული საუკუნის 80-იან წლებში მიღებულმა გამოცდილებამ ენცეფაბოლით აღფრთოვანება მალევე ჩაახშო. ბოლო წლებში (2000 წლიდან) ლიტერატურა ძირითადად გაჯერებულია არა მისი ეფექტურობის, არამედ გვერდითი მოვლენების შემაშფოთებელი ინფორმაციით.>

ენცეფაბოლის გვერდითი მოვლენებია:

გულისრევა

ნაღვლის გამოდინების შეფერხება და ქოლესტაზური ჰეპატიტი

მწვავე პანკრეატიტი

მზის ალერგია – გამონაყრით (ფოტოალერგია)

ზაფხულში მისი მიღება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული!

ბავშვისთვის მეტად სასარგებლო იქნებოდა ყურადღების მიქცევა, საუბარი, თამაში, ურთიერთობების სპექტრის გაფართოება. პრეპარატებში დაზოგილი თანხა შეიძლება მიმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგიურ დახმარებასა და ქცევით თერაპიაზე, თუ ამას კვალიფიციური ბავშვთა ნევროლოგი გირჩევთ.